ფეხბურთი

1:45 | 14.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

გუედეშმა ვარჯიში განაახლა

“ვალენსიას” შემტევმა ნახევარმცველმა გონსალო გუედეშმა ვარჯიში განაახლა და უახლოეს მომავალში თამაშს შეძლებს.

ესპანური გამოცემა Marca წერს, რომ გონსალო “ეიბართან” გასამართ დაპირისპირებას გამოტოვებს და “ღამურებს” 23 დეკემბერს “ვილიარეალთან” საშინაო მატჩისთვის დაუბრუნდება.

21 წლის პორტუგალიელი 26 ნოემბერს “ბარსელონასთან’ ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში დაშავდა და მას შემდეგ არ უთამაშია. გონსალომ მიმდინარე ლა ლიგაში 11-ჯერ ითამაშა, 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112447