ფეხბურთი

17:28 | 13.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარიო გიოტცემ საბავშვო წიგნი დაწერა

"დორტმუნდისა" და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ წიგნი დაწერა: "მარიოს დიდი ოცნება". წიგნი საბავშვოა.

გაყიდვიდან მიღებული თანხა მთლიანად მიუნხენის საქველმოქმედო ფონდში წავა. ფონდი იმ ბავშვებსა და მოზარდებს ეხმარება, რომლებიც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში არიან.

წიგნში აღწერილია პატარა ბიჭის ცხოვრება, რომელიც ქვეყნის მთავარ ნაკრებში თამაშზე ოცნებობს. გიოტცემ განაცხადა, რომ ეს არაა ავტობიოგრაფია.

ფეხბურთელმა დორტმუნდის მუზეუმში სკოლის მოსწავლეებს წაუკითხა წიგნი. აქვე, მისი კომენტარიც:

"ბავშვებზე ყოველთვის ბევრს ვფიქრობ. ისინი ჩვენს მომავალს წარმოადგენენ. ამიტომაც გადავწყვიტე წიგნის დაწერა, სადაც მოთხრობილია ურთიერთპატივისცემაზე, მოთმენის უნარზე, მიზანსწრაფულობაზე" - განაცხადა გიოტცემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111522