კალათბურთი

10:19 | 11.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის MVP

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ლიგა ენდესას მე-11 ტურში მალაგას “უნიკახამ” “სარაგოსა” მისსავე მოედანზე 102:77 გაანადგურა.

აღნიშნულ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ანდალუზიელთა ქართველმა ლეგიონერმა გიორგი შერმადინმა. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გამხდარიყო.

შერმადინმა 22:36 წუთში 15 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 6-დან ოთხი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმოები უშეცდომოდ ესროლა: შვიდიდან შვიდი. შედეგიანობით ჩვენებური თანაგუნდელებს შორის მხოლოდ ნემანია ნედოვიჩს (17 ქულა) ჩამორჩა. მაგრამ, მარგი ქმედების კოეფიციენტი ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მაღალი ჰქონდა (21). შესაბამისად, მატჩის MVP შერმადინი გახდა.

“უნიკახას” 11 ტურში 6 მოგების წილ 5 მარცხი აქვს და მერვე ადგილზეა. მალაგელები მომდევნო ტურში 16 დეკემბერს, სტუმრად “ტენერიფესთან” ითამაშებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117003