კალათბურთი

21:50 | 10.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

თემურ კანკია: ტრავმები ხელს გვიშლის

მარნეულის „დელტა“ „რუსთავთან“ სუპერლიგის ბოლო ტურში რამდენიმე ლიდერის გარეშე თამაშობს. ლიდერების გარეშე რთულია მოგება. „დელტა“ ელოდება ტრავმირებულების დაბრუნებას. გუნდს აკლია ორი ძირითადი ფორვარდი არტიომ შვეცი (საშუალოდ ერთ შეხვედრაში 11.4 ქულა+7.8 მოხსნა) და ჯიმ ბონდუმელი (9.7+5.2 მოხსნა). ვერ ითამაშა კიდევ ერთმა ლეგიონერმა დეანდრე რეიმ (11.3+5.0 მოხსნა). არ იყო გამთამაშებელი სოსო ლეჯავაც.

„რუსთავთან“ გუნდმა 72:86 წააგო. იყო მომენტები, როდესაც „დელტა“ 8-9 ქულამდე მიუახლოვდა მოწინააღმდეგეს და საბოლოოდ, ბევრი ტრავმირებულის ფონზე, გუნდმა საკმაოდ ნორმალურად ითამაშა.

თემურ კანკია („დელტა“, მთავარი მწვრთნელი): „სამწუხაროდ, ტრავმების გამო ნორმალურად ვარჯიშსაც ვერ ვახერხებთ. პრაქტიკულად, ნახევარი გუნდი არ გვყავს და შესაბამისად, შედეგიც სახეზეა. ველოდებით ტრავმირებულების დაბრუნებას.“

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.075288