კალათბურთი

14:20 | 10.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

სმიტმა ბრაიანტს გადაასწრო, ჰარდენის 48 ქულა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ათი შეხვედრა გაიმართა.

“კლიპერსი” შინ “ვაშინგტონს” დაუპირისპირდა, მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულებამდე 2 წამით ადრე დედაქალაქელები 112:110 იგებდნენ, თუმცა ამ დროს ლუ უილიამსმა შორეული სამქულიანი ჩააგდო და “კლიპერსმა” 113:112 მოიგო. მატჩში ყველაზე მეტი 35 ქულა უილიამსის ანგარიშზეა. “ვაშინგტონში” 27 ქულით და 11 მოხსნით პორტერი გამოირჩა.

“კლივლენდმა” შინ “ფილადელფია” 105:98 დაამარცხა. ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლი შეასრულა 30 ქულა, 13 მოხსნა და 13 პასი. ჯეი არ სმიტმა მატჩში 2 სამქულიანი ჩააგდო და კარიერაში 1828 სამქულიანი დაუგროვდა, რითაც ლეგენდარულ კობი ბრაიანტს გადაასწრო, რომელსაც 1827 სამქულიანი აქვს ზუსტად ნასროლი.

“ჰიუსტონმა” გასვლაზე “პორტლენდს” 124:117 აჯობა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ტეხასელებმა 40:19 მოიგეს. ჯეიმს ჰარდენმა გუნდს 48 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი შესძინა. “ბაბუაწვერამ” 7-დან 4 სამქულიანი, 22-დან 12 ორქულიანი და 14-დან 12 საჯარიმო სროლა ჩააგდო. “პორტლენდში” დემიაენ ლილარდი 35 ქულით გამოირჩა და 16-დან 9 სამქულიანი მოათავსა კალათში. “ჰიუსტონი” 20 მოგებით და 4 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

“კლიპერსი” – “ვაშინგტონი” 113:112 (30:27, 32:22, 23:32, 28:31)

https://www.youtube.com/watch?v=0YQhL7ljm4Y

“ბრუკლინი” – “მაიამი” 89:101 (26:24, 27:26, 19:25, 17:26)

https://www.youtube.com/watch?v=3bLvtC8c9xM

“შარლოტი” – “ლეიკერსი” 99:110 (29:28, 27:24, 19:24, 24:34)

https://www.youtube.com/watch?v=m7Pen0DOAWg

“ატლანტა” – “ორლანდო” 117:110 (32:22, 25:32, 32:33, 28:23)

https://www.youtube.com/watch?v=thFBdpzyLpM

“ჩიკაგო” – “ნიუ იორკი” 104:102 (27:18, 22:26, 19:26, 36:32)

https://www.youtube.com/watch?v=XxhD-yQ3xXQ

“კლივლენდი” – “ფილადელფია” 105:98 (23:24, 29:22, 26:27, 27:25)

https://www.youtube.com/watch?v=6ybKFp09OwA

“მილოუკი” – “იუტა” 117:100 (29:19, 22:23, 32:24, 34:34)

https://www.youtube.com/watch?v=-9Q_f-7HZEk

“მემფისი” – “ოკლაჰომა” 101:102 (34:19, 23:27, 9:21, 26:25, o.t. 9:10)

https://www.youtube.com/watch?v=QlXSf6jFSjQ

“ფინიქსი” – “სან ანტონიო” 101:104 (17:28, 22:24, 32:27, 30:25)

https://www.youtube.com/watch?v=KzweFvt5p6I

“პორტლენდი” – “ჰიუსტონი” 117:124 (37:31, 25:31, 36:22, 19:40)

https://www.youtube.com/watch?v=_4CMspEK00k

თეგებინბა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.069307