ფეხბურთი

17:45 | 10.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"რივერ პლეიტი" არგენტინის თასის გამარჯვებულია

"რივერ პლეიტმა" არგენტინის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო. ბუენოს აირესში გამართულ ფინალურ შეხვედრაში მარსელო გალიარდის შეგირდებმა "ატლეტიკო ტუკუმანი" 2:1 დაამარცხეს.

პირველი გოლი იგნასიო სკოკომ მე-10 წუთზე გაიტანა, ხოლო "ტუკუმანის" ფეხბურთელმა ლუის როდრიგესმა ანგარიში ორიოდე წუთში გაათანაბრა. გამარჯვების გოლი კი იგნასიო ფერნანდესმა 48-ე წუთზე გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118902