ფეხბურთი

11:44 | 10.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიაში პირველად: MLS-ის გამარჯვებული კანადური გუნდი გახდა (+VIDEO)

2017 წლის MLS-ის თასის გამარჯვებული "ტორონტო" გახდა. "წითლებმა" ფინალში "სიეტლ საუნდერსი" 2:0 დაამარცხეს. პირველი გოლი ჟოზი ალტიდორმა 67-ე წუთზე გაიტანა, ხოლო მატჩის ბოლო წუთზე ვიქტორ ვასკესმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"ტორონტო" გახდა პირველი კანადური გუნდი, რომელმაც MLS-ი მოიგო. ასევე "წითლებმა" 2016 წლის ფინალში "სიეტლთან" განცდილი მარცხის გამო რევანში აიღეს. მაშინ "საუნდერსმა" პენალტების სერიაში მოიგო. MLS-ის თასის საუკეთესო ფეხბურთელი კი ჟოზი ალტიდორი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120034