ფეხბურთი

15:08 | 9.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძეს “ირტიშში” იწვევენ

ყაზახური “ირტიში” უმწვრთნელოდაა და კახა ცხადაძის კანდიდატურას განიხილავს. ცხადაძე, როგორც იცით, უკვე მუშაობდა ყაზახეთში, კერძოდ, ალმათის “ქაირათში”. მისი თავკაცობით, გუნდი მეორე ადგილზე გავიდა და ქვეყნის სუპერთასი მოიპოვა.

“ირტიშს” რაც შეეხება, გასული სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა. რამდენიმე თვის განმავლობაში, გუნდში თამაშობდა ლაშა დვალი.

სხვათა შორის, “ირტიშს” ბოლოს ვიაჩესლავ გროზნი წვრთნიდა. ეს უკრაინელი სპეციალისტი კი, გეცოდინებათ, თბილისის “დინამოს” თავკაცობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112806