ფეხბურთი

12:48 | 9.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ძაღლი ევროპა ლიგაზე... (+VIDEO)

ევროპა ლიგის მეექვსე ტურის მატჩში, რომელის “ვარდარსა” და “როსენბორგს” (1:1) შორის შედგა, კურიოზული შემთხვევა დაფიქსირდა. ალბათ, ხშირად ვერ ვნახავთ შემთხვევას, როდესაც ასეთი რანგის მატჩის დროს, პირდაპირ მოედანზე ძაღლი შევნიშნოთ.

თუმცა, სკოპიეში სწორედ ასე იყო – მასპინძლები სტანდარტის შესრულებას ლამობდნენ, რა დროსაც მოედნის ცენტრში ძაღლი გამოჩნდა...

მასთან ჯერ “ვარდარის” კარის დარაჯი მივიდა და მოეფერა, ხოლო სტადიონის დაცვამ რაღა თქმა უნდა, მოედნიდან გაიყვანა და შეხვედრაც გაგრძელდა.

0.115329