ფეხბურთი

17:04 | 9.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

კარვახალს ეშმაკობა არ გაუვიდა

მადრიდის “რეალის” მცველი დანი კარვახალი უეფას სადისციპლინო კომიტეტმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ევროპული საკლუბო ფეხბურთის ხელმძღვანელობამ ესპანელ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში “აპოელთან” განზრახ მიღებული ყვითელი ბარათი არ აპატია.

საქმე ისაა, რომ კარვახალმა კვიპროსის ჩემპიონთან შეხვედრის ბოლო წუთზე დროის გაყვანის გამო მიიღო გაფრთხილება. ამ საქციელით “რეალის” უკანახაზელმა ყვითელი ბარათებისგან თავი დაიხსნა, რომ პლეი-ოფს გაფრთხილებების გარეშე შეხვედროდა.

კარვახალმა უკვე გამოტოვა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი (“დორტმუნდთან”), თუმცა უეფა ეშმაკობას მიუხვდა და მერვედფინალის პირველ თამაშშიც იუქმებს დისკვალიფიკაციის გამო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101061