კალათბურთი

13:00 | 6.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

უესტბრუკის მეშვიდე სამმაგი დუბლი

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სამი შეხვედრა გაიმართა.

“ოკლაჰომამ” შინ “იუტა” 100:94 დაამარცხა. მატჩში გარდამტეხი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ოკლაჰომელებმა 32:14 მოიგეს. რასელ უესტბრუკმა სამმგი დუბლი შეასრულა 34 ქულა, 14 პასი და 13 მოხსნა. მიმდინარე სეზონში რასელმა მეშვიდე სამმაგი დუბლი შეასრულა. “ოკლაჰომა” 11 მოგებით და 12 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა.

“ტორონტომ” საკუთარ დარბაზში “ფინიქსი” 126:113 დაამარცხა. კანადელები მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ და შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს. “ტორონტოში” 20-20 ქულით დეროზანი და ლოური გამოირჩნენ. “ფინიქსში” 19 ქულით დევინ ბუკერი საუკეთესო იყო.

“ტორონტო” – “ფინიქსი” 126:113 (36:23, 19:23, 42:33, 29:34)

https://www.youtube.com/watch?v=jSuJMhAgpFA

“ოკლაჰომა” - “იუტა” 100:94 (19:28, 20:19, 29:33, 32:14)

https://www.youtube.com/watch?v=ELVw_YvgpPY

“პორტლენდი” – “ვაშინგტონი” 92:106 (22:24, 15:27, 29:28, 26:27)

https://www.youtube.com/watch?v=FjypoOxo4gw

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.070374