ფეხბურთი

4:02 | 6.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: პლეი-ოფს სამი წევრი შეემატა

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ოთხ ჯგუფში ასპარეზობა დასრულდა. მერვედფინალისტთა სია კი სამი გუნდით გაიზარდა – “ბაზელი”, “რომა” და “იუვენტუსი” პლეი-ოფში ითამაშებენ.

აქვე ყველა მერვედფინალისტის შესახებაც გეტყვით: “მანჩესტერი”, “ბაზელი”, პსჟ, “ბაიერნი”, “რომა”, “ჩელსი”, “ბარსელონა” და “იუვენტუსი”.

A ჯგუფი

“მანჩესტერ იუნაიტედი” ბოლო ტურს სტატისტის როლში შეხვდა. ჟოზე მოურინიოს გუნდს ჯგუფში პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა და ამიტომაც, ცსკა-სთან შეხვედრაში დიდად არ დახარჯულა. და მაინც, “წითელმა ეშმაკებმა” მოიგეს. რომელუ ლუკაკუმ და მარკუს რაშფორდმა 66 წამიან ინტერვალში ორჯერ დაამწუხრეს სტუმრები. არადა, მანამდე ცსკა იგებდა, რომელსაც მერვედფინალში გასასვლელად სამი ქულა სჭირდებოდა. თუმცა, მოსკოველები დამარხდნენ და ევროპა ლიგაზე მოუწევთ გადანაცვლება.

პლეი-ოფში კი “მანჩესტერს” “ბაზელი” გაჰყვა. შვეიცარიის ჩემპიონმა ჩინებულად ითამაშა ჯგუფურ ეტაპზე და 12 ქულით დაასრულა ასპარეზობა. რაფაელ ვიკის გუნდმა ლისაბონში “ბენფიკა” დაამარცხა დამაჯერებლად (2:0). აი, რუი ვიტორიას გუნდმა მართლაც კატასტროფულად ითამაშა და ბოლო ადგილი ისე დაიკავა, რომ ერთი ქულაც ვერ მოიპოვა...

“მანჩესტერი” – ცსკა 2:1 (0:1) VIDEO

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მაყურებელი: 74 669

“მანჩესტერი” (3-4-3): რომერო; ლინდელოფი, სმოლინგი, ბლინდი; ვალენსია (ტუანზებე 72), პოგბა, ერერა (მაკტომინეი 67), შოუ; მატა, ლუკაკუ (მარსიალი 74), რაშფორდი

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ცსკა (3-4-3): აკინფეევი; ვ. ბერეზუცკი, ვასინი, იგნაშევიჩი; მარიო ფერნანდესი, გოლოვინი, კუჩაევი, ნაბაბკინი (ჰოსონოვი 90); ვიტინიო (ჟამალეტდინოვი 83), ჩალოვი (გორდიუშენკო 65), ძაგოევი

მწვრთნელი: ვიქტორ გონჩარენკო

გოლები: ძაგოევი (45), 1:1 ლუკაკუ (64), 2:1 რაშფორდი (66)

გაფრთხილება: მაკტომინეი (73) – ვ. ბერეზუცკი (57)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (7) – 8 (3) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 9:3 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

“ბენფიკა” – “ბაზელი” 0:2 (0:1) VIDEO

ლისაბონი, “და ლუჟი”

მაყურებელი: 22 470

“ბენფიკა” (4-3-3): სვილარი; დუგლასი, ლინდელოფი, ჟარდელი, ელიზეუ; კარვალიო, სამარისი (ალმეიდა 73), პიცი (გაბრიელი 73); ჟივკოვიჩი, სეფეროვიჩი, გონსალვეში (ჟონასი 62)

მწვრთნელი: რუი ვიტორია

“ბაზელი” (3-4-3): ვაცლიკი; სუხი, აკანჯი, ბალანტა; ლანგი, ჯაკა, ზუფი, პეტრეტა (რივეროსი 82); სტეფენი (ფრანსონი 90), ობერლინი (ბუა 88), ელიუნუსი

მწვრთნელი: რაფაელ ვიკი

გოლები: 0:1 ელიუნუსი (5), 0:2 ობერლინი (65)

გაფრთხილება: სამარისი (68) - ჯაკა (9), აკანჯი (63), პეტრეტა (75)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (4) – 7 (4) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 9:3 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: ხესუს ჟილი (ესპანეთი)

B ჯგუფი

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, სიტუაცია ბოლო ტურის შემდეგ უცვლელი დარჩა. “ანდერლეხტმა” და “ბაიერნმა” კი მოიგეს, მაგრამ სასურველი ანგარიშებით ეს ვერ გააკეთეს და ამიტომაც, პირველი ადგილი პსჟ-მ, ხოლო მესამე – “სელტიკმა” დაიკავა.

ბელგიის ჩემპიონმა გლაზგოში 1:0 გაიმარჯვა. ეს იყო “ანდერლეხტის” პირველი ქულები, რაც ევროპა ლიგის საგზურისთვის საკმარისი არ გამოდგა. პსჟ-მ კი ოთხი ბურთის სხვაობით არ წააგო მიუნხენში.

თუმცა, იუპ ჰაინკესის გუნდმა პარიზში განცდილი მწარე მარცხისთვის რევანში ნაწილობრივ აიღო – 3:1. დუბლით გამოირჩა კორენტინ ტოლისო, ხოლო სტუმართაგან კილიან მბაპემ შეაგდო. სხვათა შორის, მბაპე გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალაგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც 10 გოლის გატანა მოახერხა (18 წელი).

პსჟ მერვედფინალში პირველი, “ბაიერნი” კი მეორე ადგილით გავიდა. “სელტიკი” დამდეგი წლიდან უკვე ევროპა ლიგაზე მოსინჯავს ძალებს.

“ბაიერნი” – “პარი სენ ჟერმენი” 3:1 (2:0) VIDEO

მიუნხენი, “ალიანც არენა”

მაყურებელი: 70 000

“ბაიერნი” (4-2-3-1): ულრაიხი; კიმიხი, ზულე, ჰუმელსი, ალაბა (რაფინია 85); ტოლისო, რუდი; კომანი, ხამესი (ვიდალი 83), რიბერი (მიულერი 67); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი

“პარი სნე ჟერმენი” (4-3-3): არეოლა; დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა (კიმპემბე 72), კურზავა; ვერატი, რაბიო, დრაქსლერი (ლო სელსო 90); მბაპე, კავანი, ნეიმარი

მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (8), 2:0 ტოლისო (37), 2:1 მბაპე (50), 3:1 ტოლისო (69)

გაფრთხილება: კიმიხი (22), ხამესი (23), ტოლისო (41), რუდი (53) – მარკინიოსი (41), დრაქსლერი (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 11 (8) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

“სელტიკი” – “ანდერლეხტი” 0:1 (0:0) VIDEO

გლაზგო, “სელტიკ პარკი”

მაყურებელი: 57 931

“სელტიკი” (4-2-3-1): გორდონი; ლუსტიგი, ბოიატა, შიმუნოვიჩი, ტიერნი; ბრაუნი, არმსტრონგი (ნტჩამი 46); ფორესტი, მაკგრეგორი, სინკლერი (როგიჩი 46); დემბელე (ედუარდი 74)

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

“ანდერლეხტი” (4-2-3-1): ბოეკი; აპია (ბრუნო 90), მბოჯი (ჟოსუე 75), სპაჰიჩი, ობრადოვიჩი; დენდოკერი, კუმსი; გერკენსი (ტეოდორშიკი 78), ჰანი, ტრებელი; ონიეკურუ

მწვრთნელი: იან ვანჰაეზბრუკი

გოლი: 0:1 შიმუნოვიჩი (62, ა.გ)

გაფრთხილება: ნტჩამი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 6 (4) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 2:6

მსაჯი: მატეი იუგი (სლოვენია)

C ჯგუფი

ყველაფერი “რომას” სასიკეთოდ დასრულდა. იტალიურმა კლუბმა “ყარაბაღი” მოკრძალებულად დაამარცხა (1:0), მაგრამ ეს საკმარისი გამოდგა, რომ “ჯალოროსის” ჯგუფში პირველი პოზიცია დაეკავებინა. ჯგუფის მოგება “ჩელსის” შეეძლო, მაგრამ “არისტოკრატებმა” “ატლეტიკოსთან” დიდი უპირატესობა ვერ გამოიყენეს და მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ – 1:1.

საბოლოოდ, “რომამ” და “ჩელსიმ” თანაბარი ქულები დააგროვეს, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში იტალიელები უპირატესობას ფლობდნენ. აღსანიშნავია, რომ “რომამ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მეორედ მოიგო. პირველად ეს 2008-2009 წლების სეზონში მოახერხა და მაშინაც, ჯგუფში “ჩელსის” აჯობა.

აი, ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგა “ატლეტიკოს” გარეშე წარმოუდგენელი იყო, მაგრამ დიეგო სიმეონეს გუნდს მოუწევს ევროპა ლიგით დაკმაყოფილება. “როხიბლანკოს” ძვირად დაუჯდა “ყარაბაღთან” განიავებული 4 ქულა და ჯგუფში ჩარჩა. აღსანიშნავია, რომ ბოლოს, როდესაც “ატლეტიკომ” ჩემპიონთა ლიგიდან ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა, ტურნირი მოიგო (2009-2010 წლების სეზონში).

“რომა” – “ყარაბაღი” 1:0 (0:0) VIDEO

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

მაყურებელი: 34 258

“რომა” (4-3-3): ალისონი; ფლორენცი, მანოლასი, ფაციო, კოლაროვი; ნაინგოლანი, დე როსი, სტროტმანი; ელ შაარავი (ჟერსონი 72), ჯეკო, პეროტი (პელეგრინი 81)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“ყარაბაღი” (4-5-1): შეჰიჩი; მედვედევი, რჟენჩინაკი, იუნუსზადე, გუერიე; ისმაილოვი (კინტანა 76), მიჩელი, გარაიევი, ალმეიდა, მადატოვი (რამაზანოვი 85); ნდლოვუ (შეიდაევი 85)

მწვრთნელი: გურბან გურბანოვი

გოლი: 1:0 პეროტი (53)

გაფრთხილება: ჯეკო (61) - გუერიე (42), მიჩელი (57), იუნუსზადე (61), რჟენჩინაკი (88)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (8) – 3 (2) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 14:0 თამაშგარე: 4:5

მსაჯი: ტობიას შტილერი (გერმანია)

“ჩელსი” – “ატლეტიკო” 1:1 (0:0) VIDEO

ლონდონი, “სტეფორდ ბრიჯი”

მაყურებელი: 40 875

“ჩელსი” (3-5-1-1): კურტუა; ასპილიკუეტა, კრისტენსენი, კეჰილი; ძაპაკოსტა (ვილიანი 73), ფაბრეგასი, კანტე, ბაკაიოკო (პედრო 64), მოზესი; აზარი; მორატა (მატშუაი 81)

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხიმენესი (ვიეტო 79), ერნანდესი, სავიჩი, ფილიპე ლუისი; პარტეი, გაბი (კორეა 78), საულ ნიგეზი, კოკე; გრიზმანი, ტორესი (ფერეირა-კარასკო 57)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 0:1 საულ ნიგეზი (56), 1:1 სავიჩი (ა.გ)

გაფრთხილება: ძაპაკოსტა (52) – ერნანდესი (16)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (8) – 8 (3) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 10:5 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: დანი მაკელიე (ჰოლანდია)

D ჯგუფი

სასწაული არ მოხდა. ანუ, “იუვენტუსმა” საბერძნეთში ქულები არ დაკარგა და “სპორტინგმა” ბარსელონაში ვერ მოიგო. ფავორიტებმა მშვიდად მიაღწიეს საწადელს.

თავიდან ვთქვათ, რომ “ბარსასთვის” პორტუგალიელებთან მატჩს არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონია, მაგრამ მეორე ტაიმში ორი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს. ჯერ პაკო ალკასერმა გახსნა ანგარიში, წერტილი კი ჟერემი მატიეს ავტოგოლით დაისვა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” საუკეთესო ბომბარდირ ლეო მესის (17) გოლი) შემდეგ, ყველაზე მეტი გოლი მეტოქე ფეხბურთელებზე მოდის – “ბლაუგრანას” სასარგებლოდ უკვე 6 ავტოგოლია გასული...

“იუვენტუსმა” თავის სტილში სძლია “ოლიმპიაკოსს”. მასიმილიანო ალეგრის გუნდს ციდა ვარსკვლავები არ მოუწყვეტია, მაგრამ კლასის ხარჯზე მიაღწია საწადელს. ჯერ ხუან კუადრადომ შეაგდო, მერე კი უპირატესობა ფედერიკო ბერნარდესკიმ გაზარდა – 0:2.

“ბარსელონა” პირველია, “იუვენტუსი” – მეორე. ევროპა ლიგაზე კი ლისაბონის “სპორტინგი” ითამაშებს.

“ბარსელონა” – “სპორტინგი” 2:0 (0:0) VIDEO

ბარსელონა, “კამპ ნოუ”

მაყურებელი: 48 336

“ბარსელონა” (4-3-3): სილესენი; სემედუ, პიკე (ბუსკეტსი 64), ვერმაელენი, დინიე; რაკიტიჩი, ანდრე გომეში, დენის სუარესი; ვიდალი (მესი 61), სუარესი (პაულინიო 75), ალკასერი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

“სპორტინგი” (4-2-3-1): რუი პატრისიუ; პიჩინი, კოატეში, მატიე, ბრუნო სეზარი (კოენტრაუ 64); ბატალია, უილიამ კარვალიუ; რისტოვსკი (ჟელსონი 46), ბრუნო ფერნანდეში, აკუნია; ალან რუისი (დოსტი 46)

მწვრთნელი: ჟორჟე ჟესუსი

გოლები: 1:0 ალკასერი (59), 2:0 მატიე (90, ა.გ)

გაფრთხილება: სემედუ (35) – ალან რუისი (30)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 5 (3) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 4:1 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია)

“ოლიმპიაკოსი” – “იუვენტუსი” 0:2 (0:1) VIDEO

ათენი, “კარაისკაკისი”

მაყურებელი: 29 567

“ოლიმპიაკოსი” (4-2-3-1): პროტო; ელაბდელაუი, ენგელსი, ნიკოლაუ, კუტრისი; რომაო, ტაკჩიდისი; პარდო, ოჯიჯა (ფორტუნისი 62), სება (მარინი 46); ჯურჯევიჩი (ბენ ნაბუანი 71)

მწვრთნელი: ტაკის ლემონისი

“იუვენტუსი” (4-2-3-1): შჩესნი; დე შილიო, ბარძალი (რუგანი 70), ბენატია, ალექს სანდრო; ხედირა, მატუიდი; კუადრადო (ბერნარდესკი 84), დიბალა (პიანიჩი 62), დუგლას კოშტა; იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 კუადრადო (15), 0:2 ბერნარდესკი (90)

გაფრთხილება: კუტრისი (32), ჯურჯევიჩი (43), ნიკოლაუ (55) – ბენატია (49)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 7 (5) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: დავიდ ფერნანდესი (ესპანეთი)

პორტუ   5 - 2    მონაკო

შემადგენლობა

მოვლენები

ლაიპციგი   1 - 2    ბეშიქთაში

შემადგენლობა

მოვლენები

ფეიენოორდი   2 - 1    ნაპოლი

შემადგენლობა

მოვლენები

შახტარი   2 - 1    სიტი

შემადგენლობა

მოვლენები

რეალი   3 - 2    დორტმუნდი

შემადგენლობა

მოვლენები

ტოტენჰემი   3 - 0    აპოელ

შემადგენლობა

მოვლენები

მარიბორი   1 - 1    სევილია

შემადგენლობა

მოვლენები

ლივერპული   7 - 0    სპარტაკი

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.295459