ფეხბურთი

17:48 | 5.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალში პოლონეთთან წავაგეთ

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა პოლონეთში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ქალაქ ბელხატოვში ჩატარებული შეხვედრა პოლონეთის გამარჯვებით დასრულდა - 4:2.

მატჩის მერვე წუთზე ანგარიში ნიკოლოზ კურტანიძემ გახსნა. ზუსტად ოთხ წუთში, ზასტავნიკმა ორი გოლი გაიტანა. მეცამეტე წუთზე კაკაბაძემ საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა და ტაიმი ფრედ დასრულდა. საბოლოოდ, ვოიცეხოვსკიმ 34-ე და 38-ე წუთებზე დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს მოაგებინა.

პოლონეთი: კალუზა, ზასტავნიკი, ლუტეცკი, მიკოლაევიჩი (კ), კრიზელი; იენდრუშეკი, კუბიკი, კაიმანი, მარეკი, გლაზიაკი, ციტკო, სოლეცკი, პოპლავსკი, ვოიცეხოვსკი

საქართველო: ბუკია,კაკაბაძე (კ), თოფურია, თოდუა, კურტანიძე; კუპატაძე, ჭანუყვაძე, ლუკავა, ზედელაშვილი, კობაიძე, რონინიო, ჭუმბურიძე, სებისკვერაძე, ნიყვაშვილი

ავთანდილ ასათიანის გუნდი, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე პოლონეთს, 5 დეკემბერს, ქალაქ ჩესტოხოვაში მეორედ შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

www.gff.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.083412