ჩიკვილაძეს გულშემატკივრის წინაშე ზედმეტი წარსდგენა არ სჭირდება, ბექა სუპერლიგაში წლებია თამაშობს და ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს, სადაც არ უთამაშია ყველგან გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.
ჩიკვილაძე იმ კალათბურთელთა კატეგორიას განეკუთნება, მარტოდ რომ შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა.
ბექას უთამაშია საქართველოს ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში, მხოლოდ 2013 წელს დასახელებული იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში.
ბექა ჩიკვილაძე 12.02.1991
პოზიცია: ფორვარდი
სიმაღლე: 194
კარიერა:
2009 სოხუმი
2010 ალბასეტე (ესპანეთი)
2010-2011 სტუ
2011 თსსუ
2012 თსუ
2012-2013 დინამო თბილისი
2013-2015 შსს აკადემია
2015-2017 კაკტუსი
ტიტულები:
საქართველოს ჩემპიონი 2015
სუპერთასის 2015
ქორქია-საკანდელიძის მემორიალი 2015







