სხვა

16:23 | 4.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

მასპინძლების მეორე მოგება

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღის მთავარ მატჩში მასპინძელმა გერმანიამ 23-18 დაამარცხა კორეა. ორშაბათს დასვენებაა, სამშაბათს - მესამე ტურის 12 მატჩი, ჯგუფური ტურნირი 7 დეკემბერს დასრულდება.

კორეა პირველ 10 წუთში 7-4 დაწინაურდა, გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა მიხაელ ბიგლერმა კარში კატია კრამარჩიკი ჩააყენა და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა. გერმანიამ ტაიმი 11-10 მოიგო და მერე უპირატესობა გაზარდა, საუკეთესო მოთამაშის პრიზი კი მარჯვენა შუამარბმა ფრიდერიკე გუბერნატისმა მიიღო. ამ ჯგუფში მეორე იოლი მატჩი მოიგო სერბეთმა, ჰოლანდიამ კი კორეასთან წაგების შემდეგ 40-15 გაანადგურა ჩინეთი. აქ კამერუნი და ჩინეთი აშკარა აუტსაიდერები არიან და დანარჩენ ოთხეულს მერვედფინალში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს.

A ჯგუფში 2-2 მოგება აქვთ წინა პირველობის ბრინჯაოს პრიზიორ რუმინეთსა და ესპანეთს. რუმინეთმა მხოლოდ ბოლო 5 წუთში გატეხა სლოვენია, ქრისტინა ნიაგუმ კი 11 ბურთი შეაგდო სლოვენიელთა ლიდერის, ანა გროსის 10 გოლის წილ. პირველი წაგების შემდეგ საფრანგეთმა 26-19 მოუგო ანგოლას. ჯგუფში ყველაზე სუსტი გუნდი პარაგვაია, დანარჩენი ხუთეულიდან მერვედფინალში გასვლა ყველას შეუძლია.

B ჯგუფს 4-4 ქულით ნორვეგია და ჩეხეთი ლიდერობენ. ჩეხებმა ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოუგეს პოლონეთს, 29-25. უნგრეთმა მეორე მატჩი წააგო - ამჯერად შვედეთთან, რომელიც პირველ ტურში პოლონეთთან დამარცხდა. აქ არგენტინას გაუჭირდება ევროპულ ხუთეულლთან გამკლავება, ნორვეგია ფავორიტია, ხოლო სამი საგზურისთვის შვედეთი, ჩეხეთი, პოლონეთი და უნგრეთი იბრძოლებენ.

C ექვსეული ალბათ ყველაზე თანაბრადაა დაკომპლექტებული. ორი მოგება მარტო რუსეთს აქვს. მონტენეგრო ბოლომდე ებრძოლა ოლიმპიურ ჩემპიონს და მხოლოდ უკანასკნელ წუთებზე გატყდა - 24-28. იაპონიასთან ფრის შემდეგ ბრაზილიას ტუნისთანაც გაუჭირდა - ანა პაულა ბელომ გამარჯვების გოლი 56-ე წუთზე გაიტანა (23-22) და აფრიკელებს თამაშის გადასარჩენად კიდევ რამდენიმე შეტევა ჰქონდათ, მაგრამ ვერ აჯობეს მეკარე ბარბარა არენჰარტს. იაპონიას დანიასთან ძალა არ ეყო და საწყის წუთებში წინააღმდეგობის შემდეგ 18-32 წააგო.

ხელბურთი. ქალთა 23-ე მსოფლიო ჩემპიონატი. გერმანია, 1-17 დეკემბერი, 2017

3 დეკემბერი, მეორე ტური. 4-4 გუნდი გადის მერვედფინალში

A ჯგუფი, ტრირი. ესპანეთი 4, რუმინეთი 4, საფრანგეთი 2, სლოვენია 2 - ანგოლა 0, პარაგვაი 0

სლოვენია-რუმინეთი 28-31

გროსი 10, სტანკო 5 - ნიაგუ 11, პინტეა 6, ბუჩესკი 5

ანგოლა-საფრანგეთი 19-26

ლაკრაბერი 7

პარაგვაი-ესპანეთი 15-32

აკუნა, ფიორე 4 - გუტიერესი, მუსონსი 5

2 დეკ: რუმინეთი - პარაგვაი 29-17, საფრანგეთი - სლოვენია 23-24, ესპანეთი - ანგოლა 28-24

5 დეკ: სლოვენია-ანგოლა, საფრანგეთი-პარაგვაი, რუმინეთი-ესპანეთი

--

B ჯგუფი, ბიტიგჰაიმი: ნორვეგია 4, ჩეხეთი 4, შვედეთი 2, პოლონეთი 2 - უნგრეთი 0, არგენტინა 0

პოლონეთი-ჩეხეთი 25-29

კუდლაცი 6, აშრუკი 5, იანიშევსკა 4 - იერაბკოვა 8, ლუზუმოვა 7

უნგრეთი-შვედეთი 22-25

შაცლი, კლივინი 5 - გულდენი 7, რობერტსი 6, ბუნდსენი 14/35

არგენტინა-ნორვეგია 21-36

გავილანი 4 - ლოკე 7, ჰერემი 6, ლუნდე 8/17

2 დეკ: ჩეხეთი - არგენტინა 28-22, შვედეთი-პოლონეთი 30-33, ნორვეგია-უნგრეთი 30-22

5 დეკ: უნგრეთი-არგენტინა, შვედეთი-ჩეხეთი, ნორვეგია-პოლონეთი

--

C ჯგუფი, ოლდენბურგი: რუსეთი 4, ბრაზილია 3, დანია 2, მონტენეგრო 2 - იაპონია 1, ტუნისი 0

ტუნისი - ბრაზილია 22-23

შება 7, დარდური, კუკი 4 - ბელო 7, როშა, ამორიმი 5

მონტენეგრო-რუსეთი 24-28

ბულატოვიჩი 7, რადიჩევიჩი 5 - დმიტრიევა 5, კოჩეტოვა, ვიახირევა 4

იაპონია-დანია 18-32

სუნამი, ტანა, ოჰიამა, სასაკი 3 - ს.იორგენსენი 6, ბომე, ჰაინდალი 5

2 დეკ: რუსეთი - ტუნისი 36-16, ბრაზილია - იაპონია 28-28, დანია - მონტენეგრო 24-31

5 დეკ: მონტენეგრო-იაპონია, რუსეთი-ბრაზილია, დანია-ტუნისი

--

D ჯგუფი, ლაიპციგი: სერბეთი 4, გერმანია 4, ჰოლანდია 2, კორეა 2 - კამერუნი 0, ჩინეთი 0

კამერუნი - სერბეთი 21-34

ატანგანა, ტუბა 5 - რადოსავლიევიჩი, კრპეჟი 6, ობრადოვიჩი 5

ჩინეთი - ჰოლანდია 15-40

კორეა - გერმანია 18-23

სიმი, ლი 5 - გუბერნატისი 7, ბენკე 4, კრამარჩიკი 9/19

1 დეკ: გერმანია - კამერუნი 28-15, 2 დეკ: სერბეთი - ჩინეთი 43-23, ჰოლანდია - კორეა 22-24

5 დეკ: კორეა-ჩინეთი, ჰოლანდია-კამერუნი, გერმანია-სერბეთი

--

მერვედფინალი: 10-11 დეკემბერს, მეოთხედფინალი: 12-13 დეკემბერს

ნახევარფინალები და ფინალი ჰამბურგში, 15 და 17 დეკემბერს
თამაშების ნახვა შეგიძლიათ აქ:

https://www.olympicchannel.com/de/events/handball-ihf-womens-world-championship-2017---germany/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089625