კალათბურთი

21:59 | 3.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 18 ქულა და MVP

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას მეათე ტურში “სასკი ბასკონიამ” ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო. ბასკებმა ამჯერად საკუთარ მოედანზე “მონბუსი” დაამარცხეს – 85:78.

აღნიშნულ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა თორნიკე შენგელიამ. ბასკთა ქართველმა კაპიტანმა, რომელიც სასტარტო ხუთეულში იყო, 31:24 წუთში საკუთარ გუნდს 18 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი შესძინა.

თორნიკემ 10-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ერთხელ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა. შენგელია მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახლდათ, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტმა 23 შეადგინა. შეხვედრის MVP სწორედ ჩვენებური გახდა, თუმცა "ბასკონიას" ტვიტერის გვერდზე მიმდინარე გამოკითხვით. ისე კი, ლიგა ენდესას ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით საუკეთესო უერტასი იყო, რომელსაც 24 ჰქონდა მარგი ქმედების კოეფიციენტი, ხოლო თორნიკეს - 23.

“ბასკონიას” 10 ტურში 6 მოგების წილ 4 მარცხით მეშვიდე პოზიცია უკავია. ბასკები მომდევნო ტურში 9 დეკემბერს, “ბილბაოს” უმასპინძლებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113389