ფეხბურთი

21:41 | 3.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო კობახიძის ულამაზესი გოლი უკრაინის ჩემპიონატში (+VIDEO)

უკრაინის პრემიერლიგის მე-18 ტურში ულამაზესი ქართული გოლი გავიდა. მისი ავტორი კი, სანდრო კობახიძეა, რომელმაც “ოლექსანდრიას” კარი შორეული დარტყმით აიღო.

“ვორსკლამ” საკუთარ მოედანზე 3:1 გაიმარჯვა, ხოლო კობახიძემ 49-ე წუთზე შეაგდო. გოლი მართლაც ლამაზი გამოვიდა: მარჯვენა ფლანგიდან ქართველმა შემტევმა მოედნის შუაში შეწია და საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა. ისე, გოლი არიენ რობენის სტილში გატანილი გამოვიდა...

კობახიძემ შეუცვლელად ითამაშა. ისევე როგორც ანდრო გიორგაძემ. მოგეხსენებათ, ქართველი მცველი პოლტაველებს მარტვილის “მერანიდან” შეუერთდა. 21 წლის გიორგაძეს დებიუტი ჰქონდა პრემიერლიგაში და ყვითელი ბარათი მიიღო.

“ვორსკლა” ძალიან კარგ სეზონს ატარებს და 18 თამაშში ჩატარებული 28 ქულით მესამე ადგილზეა. მის წინ მხოლოდ “შახტარი” და “დინამო” იმყოფებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.875241