ფეხბურთი

23:51 | 2.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" ისევ დაწინაურდა

გერმანიის ბუნდესლიგის XIV ტურის შემდეგ მიუნხენის “ბაიერნმა” ლიდერობა განიმტკიცა. იუპ ჰაინკესის გუნდმა “ჰანოვერს” აჯობა, ხოლო მისი მდევარი “ლაიფციგი” ზინსჰეიმში განადგურდა და სხვაობა გაიზარდა.

“ბაიერნს”, რომელმაც წინა ტურში მარცხი განიცადა, “ალიანც არენაზე” ჰანოვერი” სერიოზული პრობლემების გარეშე დაამარცხა. მოედანი უგოლოდ ისევ არ დაუტოვებია არტურო ვიდალს. სწორედ ჩილელმა გახსნა ანგარიში. სხვათა შორის, ვიდალმა მიჯრით მესამე შეხვედრაში გამოიჩინა თავი და ბუნდესლიგაში ასეთი კარგი სერია აქამდე არ ჰქონია. თუმცა, “ბაიერნმა” ტაიმი მაინც ვერ მოიგო, რადგან 35-ე წუთზე ბეშოპმა გაქვითა. გოლი კი კუთხურს მოჰყვა. ისე მოხდა, რომ “რეკორდმაისტერმა” ბუნდესლიგაში კუთხურიდან გოლი ბოლოს 2015 წლის თებერვლაში გაუშვა. თუმცა, მეორე ტაიმში ძალამ აღმართი დახნა და იუპ ჰაინკესის ბიჭებმა საჭირო გამარჯვება მაინც მოიპოვეს. ამაში მთავარი წვლილი კინგსლი კომანმა და რობერტ ლევანდოვსკიმ შეიტანეს. აქვე გეტყვით, რომ ტომას მიულერმა “ბაიერნის” ღირსება 410-ედ დაიცვა და ამ შედეგით ლეგენდარულ ლოთარ მათეუსს გაუტოლდა.

“ბაიერნმა” უკვე 6 ქულის დისტანციაზე გაასწრო “ლაიფციგს”. შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი მიუნხენურ გიგანტს ისევ კვალში უდგას, მაგრამ მე-14 ტურში ფეხი სერიოზულად დაუცდა. ზინსჰეიმში, “ლაიფციგმა” “ჰოფენჰაიმს” წინააღმდეგობა საერთოდ ვერ გაუწია და ოთხი უპასუხო გოლი გაუშვა. აღსანიშნავია, რომ “რედ ბულმა” ბუნდესლიგაში 0:4 მარცხი პირველად განიცადა. “ჰოფენჰაიმის” რიგებში კი საუკეთესო სერჟ გნაბრი გახლდათ. ახალგაზრდა გერმანელმა “სოფლელების” მაისურით პირველი გოლები გაიტანა.

“დორტმუნდის” მოუგებელი სერია ამჯერადაც არ დასრულდა. “ყვითლები” “ბაი არენაზე” იმ იმედით ჩავიდნენ, რომ ეგებ, 3 ქულას მოვიპოვებთო, მაგრამ ისევ ვერაფერი გააწყვეს. თუმცა, მარცხისგან თავი მაინც აარიდეს. “ლევერკუზენი” კევინ ვოლანდმა დააწინაურა, რომელსაც კარიერის საუკეთესო ეტაპი უდგას (ბოლო 6 მატჩში 5 გოლი). წონასწორობა კი ანდრეი იარმოლენკომ აღადგინა. თუმცა, ეს დიდი ვერაფერი შვებაა “ბორუსიასთვის”, რადგან ოთხეული ნელ-ნელა უკან რჩება.

“შალკეს” მეორე ადგილის დაბრუნებისჩინებული შანსი ჰქონდა – უბრალოდ, “ხუმარებს” ღრმა აუტსაიდერი და მეორე ბუნდესლიგის გზაზე მდგარი “კიოლნის” შინ დამარცხება სჭირდებოდათ, მაგრამ დომენიკო ტედესკოს გუნდმა 3 ქულა ვერ მოიპოვა. იგებდა “შალკე”, მაგრამ გუირასიმ დუბლი გაიფორმა და “კიოლნმა” ნანატრი ქულა მოიპოვა. რაში წაადგებათ “თხებს” ეს კინკილა ქულა ძნელი სათქმელია, რადგან მათ აქტივში მხოლოდ 3 ქულაა და ბოლო საფეხურზე ისე მყარად არიან, თქვენგან მოწონებული...

მოიგო ბრემენის “ვერდერმა”, რომელმაც “შტუტგარტს” საკუთარ მოედანზე აჯობა – 1:0. “ბრემენელი მუსიკოსებისთვის” ეს გამარჯვება ფასდაუდებელიც გახლდათ, რადგან მძიმე ვითარებაში არიან და ჯერაც გასავარდნ ზონას ამაგრებენ.

“ლევერკუზენი” – “დორტმუნდი” 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ვოლანდი (30), 1:1 იარმოლენკო (73)

“ბაიერნი” – “ჰანოვერი” 3:1 (1:1)

გოლები: 1:0 ვიდალი (17), 1:1 ბენშოპი (35), 2:1 კომანი (67), 3:1 ლევანდოვსკი (87, პენ)

“ჰოფენჰაიმი” – “ლაიფციგი” 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 ამირი (13), 2:0 გნაბრი (52), 3:0 გნაბრი (62), 4:0 უტი (87)

“მაინცი” – “აუგსბურგი” 1:3 (0:2)

გოლები: 0:1 გრეგორიტში (22), 0:2 ფინბოგასონი (43, პენ), 1:2 ჰოლტმანი (85), 1:3 ფინბოგასონი (86)

“ვერდერი” – “შტუტგარტი” 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 კრუსე (45)

“შალკე” – “კიოლნი” 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 ბურგსტალერი (37), 1:1 გუირასი (51), 2:1 ჰარიტი (73), 2:2 გიურასი (78, პენ)

თეგებიბუნდესლიგა
ფრაიბურგი   2 - 0    აუგსბურგი

შემადგენლობა

მოვლენები

ლევერკუზენი   3 - 2    ჰანოვერი

შემადგენლობა

მოვლენები

ბაიერნი   1 - 4    შტუტგარტი

შემადგენლობა

მოვლენები

მაინცი   1 - 2    ვერდერი

შემადგენლობა

მოვლენები

ვოლფსბურგი   4 - 1    კიოლნი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰოფენჰაიმი   3 - 1    დორტმუნდი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰამბურგი   2 - 1    გლადბახი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰერტა   2 - 6    ლაიპციგი

შემადგენლობა

მოვლენები

შალკე   1 - 0    აინტრახტი

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.275237