ფეხბურთი

14:18 | 2.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინი “ნაპოლის” პრეზიდენტს ეძებდა...

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა “ნაპოლის” კარში გატანილი გოლი ორიგინალურ სტილში აღნიშნა. ამის შესახებ “პიპიტამ” მატჩის შემდეგ ისაუბრა და განაცხადა, რომ ტრიბუნისკენ გაიხედა, სადაც “ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ეძებდა...

“დიახ, მე გავიხედე ტრიბუნისკენ, სადაც დე ლაურენტისს ვეძებდი, მაგრამ ვერ დავინახე. ალბათ, დაიმალა. სტვენა? – მე მათ პასუხი მოედნიდან გავეცი, მოედანს მიღმა საუბარი კი არ მიყვარს.

ჩემმა ჟესტმა ქომაგების აგრესია კიდევ უფრო გაზარდა, თუმცა ეს ვერ შეცვლის იმ სამ წელიწადს, რომელიც ნეაპოლში გავატარე. აქ მეგობრები მყავს და ჩემდამი სტვენა არაფერს შეცვლის”, - აღნიშნა იგუაინმა.

შეგახსენებთ, გონსალო იგუაინი “ნაპოლიდან” “იუვენტუსში” 2016 წლის ზაფხულში გადავიდა, რამაც ნეაპოლელი ქომაგების აგრესია გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა მას შემდეგ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 5 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანა მოახერხა.

რაც შეეხება “ნაპოლისა” და “იუვენტუსს”, ტურინელებმა "სან პაოლოზე" გამარჯვების შემდეგ ლიდერთან ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115535