ფეხბურთი

11:21 | 2.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" სამ ლეგიონერს დაემშვიდობა

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი თბილისის “დინამო” ერთბაშად სამმა ლეგიონერმა დატოვა. დედაქალაქური გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, ამიერიდან “დინამოსთვის” მოჰამედ ალიუ, ბოგდან მიშენკო და სერგეი ლიტოვჩენკო აღარ გაირჯებიან.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, სამივე მათგანს კლუბთან კონტრაქტები ამოეწურათ და კლუბს უკვე დაემშვიდობნენ.

26 წლის ლიტოვჩენკო “დინამოს” ღირსებას ერთი სეზონის განმავლობაში იცავდა და ამ დროში 26 მატჩის ჩატარება მოასწრო. 24 წლის ნიგერიელმა ალიუმ კი თბილისური გუნდის მაისური მხოლოდ ორჯერ მოირგო. რაც შეეხება უკრაინელ მიშენკოს, მან 14-ჯერ ითამაშა “დინამოს” რიგებში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10044