კალათბურთი

18:36 | 30.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

პორზინგისი ტრავმირებულია

“ნიუ იორკ ნიქსის” ლიდერმა კრისტაპს პორზინგისმა “მაიამისთან” (115:86) მატჩის პირველ პერიოდში კოჭის ტრავმა მიიღო, რის გამოც ლატვიელმა გიგანტმა პარკეტი დატოვა.

კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, პორზინგისმა შემოწმება გაიარა და სერიოზული დაზიანება არ დადგინდა. კრისტაპი პარკეტზე დაბრუნებას რამდენიმე დღეში შეძლებს.

ლატვიელმა “მაიამისთან” მხოლოდ 3 წუთი ითამაშა და ამ დროში 4 ქულა ჩააგდო.

0.15053