კალათბურთი

13:56 | 30.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულიას 11 ქულა და გამარჯვება “ლეიკერსთან” (+VIDEO)

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა”, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წინა ტურში “საკრამენტოსთან” განცდილი მარცხის შემდეგ, სტუმრად “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” ოვერტაიმში 127:123 დაამარცხა.

“ოქროს შტატელთა” ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე გატარებულ 14 წუთში 11 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ზაზამ ხუთიდან ხუთივე ორქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო. ფაჩულიას მის გუნდში საუკეთესო პლიუს-მინუს მაჩვენებელი ჰქონდა +11. ასეთივე შედეგი აჩვენა “ლეიკერსის” შემადგენლობაში ჯულიუს რენდლიმ.

ამ შეხვედრაში “გოლდენ სტეიტს” კევინ დურანტი და სტეფ კარი დაუბრუნდნენ, რომლებმაც გუნდს ჯამში 57 ქულა შესძინეს - 29 დურანტმა, 28 კარიმ.

“გოლდენ სტეიტი” 16 მოგებით და 6 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. “მეომრები” მომდევნო შეხვედრას 2 დეკემბერს, ორლანდოში, “მეჯიქთან” ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113595