ფეხბურთი

17:09 | 29.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დევდარიანის და "ლოკომოტივის" თანამშრომლობა დასრულდა

თბილისის “ლოკომოტივს” მომავალი სეზონისთვის ახალი მწვრთნელი მოამზადებს. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, გიორგი დევდარიანთან კონტრაქტის ვადა ამოიწურა და “ლოკომოტივის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით მხარეებს შორის თანამშრომლობა აღარ გაგრძელდება.

“ლოკომოტივი მადლობას უხდის გიორგის გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში. ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ მოგვიანებით გაცნობებთ” - აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.

გიორგი დევდარიანმა “ლოკომოტივი” 2016 წლის შემოდგომაზე, გარდამავალი ჩემპიონატის მიწურულს ჩაიბარა. ეროვნული ლიგის 2017 წლის სეზონში გუნდმა 53 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126384