ისტორია

9:48 | 29.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

29 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1973 – დაიბადა რაიან გიგზი. უელსის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” გარემარბი. ყველაზე მეტჯერ, 13-ჯერ აქვს მოპოვებული ინგლისის ჩემპიონის ტიტული. “მანჩესტერის” რიგებში ჩატარებული აქვს 800-ზე მეტი ოფიციალური შეხვედრა, რითაც ბობი ჩარლტონი მიღწევა გააუმჯობესა. 1999 და 2008 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი. 2008 წელს გახდა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონი. 1999 წელს დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასს. 4-ჯერ ფლობდა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასს. ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (2009). 1991-2007 წლებში გამოდიოდა უელსის ნაკრებში, რომლის რიგებშიც ჩაატარა 64 მატჩი, გაიტანა 12 გოლი. დიდი ბრიტანეთის ნაკრებში ჩაატარა 4 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1899 - დაარსდა კატალონური საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა”. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდი. “ბარსელონა” ჰანს გამპერმა დააარსა, რომელიც მისი პირველი პრეზიდენტიც იყო. ესპანეთის 22-გზის ჩემპიონი და თასის 26-გზის მფლობელი. ევროპის ჩემპიონთა ლიგის 4-გზის გამარჯვებული (1991-1992, 2005-2006, 2008-2009, 2010-2011), თასების მფლობელთა თასის 4-გზის, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ორგზის, უეფას სუპერთასის 4-გზის და ბაზრობათა თასის 3-გზის მფლობელი. 2009 წელს ხოსეპ გვარდიოლას მეთაურობით 6 ტურნირი (ესპანეთის ჩემპიონობა, თასი და სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი) მოიგო. სხვადასხვა პერიოდში “ბარსელონას” ღირსებას იცავდნენ ლადისლაო კუბალა, იოჰან კრუიფი, იოჰან ნეესკენსი, ბერნდ შუსტერი, მიხაელ ლაუდრუპი, ხოსეპ გვარდიოლა, დიეგო მარადონა, ხრისტო სტოიჩკოვი, რომარიო, რონალდო, რივალდო, ძმები დე ბურები, ლუის ენრიკე, ლუიშ ფიგუ, რონალდინიო, ლეო მესი, ტიერი ანრი, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა და მსოფლიო ფეხბურთის სხვა ოსტატები.

1913 - ჩატარდა ინგლისური აეროპლანის “ტაბლოიდის” გამოცდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. ბრიტანულმა საფრენმა აპარატმა 148 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

1924 - კანადის ქალაქ მონრეალში ჰოკეისთვის განკუთვნილი არენა “მონრეალ ფორუმი” გაიხსნა.

1938 - როტერდამის მერმა, ოუდმა თავის ქალაქში ჰოლანდიისა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებთა შორის საფეხბურთო მატჩის გამართვის ნება არ გასცა.

1939 - ამერიკელმა მოცურავე კორ კლინტმა 200 მეტრზე გულაღმა სტილით გაცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:38.8).

1961 - თბილისის “დინამომ” სამხრეთამერიკული ტურნეს მსვლელობისას, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ბოლივიის ქალაქ კოჩაბამბაში ადგილობრივ “ვილსტერმანთან” 1:1 ითამაშა. ქართველთაგან გოლი ილია დათუნაშვილმა გაიტანა. “დინამო”: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, ხურცილავა, ხოჭოლავა, გ. სიჭინავა, ხელაშვილი, მელაშვილი, ბარქაია, კალოევი, იამანიძე, დათუნაშვილი. გუნდს ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.

1962 - ბეისბოლის ეროვნული ლიგის (MLB) ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ “ყველა ვარსკვლავის” მატჩის გათამაშების ძველ სისტემას დაბრუნებოდა და შეხვედრის წელიწადში ერთხელ ჩატარების ბრძანება გასცა.

1966 - ოკლენდის “კოლიზეუმ არენაში” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველი შეხვედრა ჩატარდა. ადგილობრივმა “უორიორზმა” “ჩიკაგო ბულზს” 108:101 მოუგო.

1966 - ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილებით, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვების გამო, ალბიონელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალფ რამსეი 6 ათასი გირვანქით დაჯილდოვდა. თუმცა, სხვადასხვა სახის დაქვითვათა სისტემის გამო, რამსეიმ ხელზე მხოლოდ 2 650 გირვანქა მიიღო.

1968 - თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგუო მატჩში, თბილისში, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ ბერლინის “ფორვერტსს” 3:0 მოუგო. გოლები გოჩა გავაშელმა (2) და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. “დინამო”: ურუშაძე, პეტრიაშვილი, რეხვიაშვილი. კანთელაძე, ჭოხონელიძე, გ. სიჭინავა, ხურცილავა, ასათიანი (ილიადი), მეტრეველი, გ. ნოდია (ლ. ნოდია), გავაშელი. გუნდს ვიაჩესლავ სოლოვიოვი წვრთნიდა.

1971 - უოლტ დისნეის თასზე პროფესიონალ გოლფისტთა პირველი ჩემპიონატი ჩატარდა.

1972 - თბილისის “დინამომ” შრი ლანკას დედაქალაქ კოლომბოში ამ ქვეყნის ნაკრებს 7:0 მოუგო. გოლები ლევან ნოდიამ (3), დავით ყიფიანმა (2), კახი ასათიანმა და ვახტანგ ჭელიძემ გაიტანეს. “დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ებრალიძე, გოგიჯანაშვილი, გავაშელი, ასათიანი, მ. მაჩაიძე, გუცაევი, ყიფიანი, ლ. ნოდია. გუნდს გავრიილ კაჩალინი წვრთნიდა.

1987 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ნიუ იორკ რეინჯერსის” გოლკიპერი ამ ამპლუის მეორე მოთამაშე გახდა, რომელმაც მეტოქის კარში შაიბის გატანა მოახერხა. “რეინჯერსი” იმ დღეს თანაქალაქელ “აილენდერსს” ხვდებოდა.

1988 - თბილისის “დინამომ” ისრაელში ტურნეს მსვლელობისას ნაზარეთის “აპოელს” 5:1 სძლია. ქართველთაგან გოლები გია ჯიშკარიანმა (3), გიორგი დარასელიამ და ზაზა რევიშვილმა გაიტანეს. “დინამო”: ხაპოვი, ნემსაძე, ჩიქოვანი (ცხადაძე), ჭედია (ცვეიბა), არზიანი, რევიშვილი, სვანაძე, დარასელია, ცაავა, ყიზილაშვილი, ჯიშკარიანი (კაჭარავა). გუნდს დავით ყიფიანი წვრთნიდა.

1998 - საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი შვედეთის ეროვნულ გუნდთან 59:82 წააგო. საქართველო: ბოისა (8 ქულა), ჟღენტი (3), აბრამიძე (6), ბერძენიშვილი (1), ჯაფარიძე (16), ვ. ნაცვლიშვილი (11), მაისურაძე (5), ჩხეიძე (9). საქართველოს ნაკრებს ლევან მოსეშვილი წვრთნიდა.

1999 - პარაგვაელი საფეხბურთო გოლკიპერი (ეროვნული ნაკრების კაპიტანი) ხოსე ლუის ჩილავერტი პირველი მეკარე გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო. ეს მოვლენა არგენტინის საფეხბურთო ჩემპიონატის მსვლელობისას მოხდა, როდესაც ჩილავერტის გუნდმა “ველეს სარსფილდმა” “ფეროკარილ ოესტეს” 6:1 მოუგო.

2006 - პირველად ფუკის ერთეულის კუპიურაზე ფეხბურთელის პორტრეტი გამოსახეს. ჩრდილოეთ ირლანდიის ოლსტერის ბანკმა ჯორჯ ბესტის გამოსახულებიანი ბანკნოტი გამოუშვა.

2012 - ირანის საკალათბურთო ჩემპიონატში, სადაც სერგო ათუაშვილის “ესტეღლალი” ნიკოლოზ ცქიტიშვილის ყოფილ კლუბ “ფულად მაჰანს” დაუხვდა და ოვერტაიმში 65:74 დამარცხდა. ქართველმა ცენტრმა შეუცვლელად ანუ 45 წუთს (!) ითამაშა და ზედიზედ მე-3 ორმაგი დუბლი მიითვალა.

2013 - „მარსელმა“ „მონპელიე“ ზედიზედ მესამედ დაამარცხა. „მონპელიესთან“ თამაშის შემდეგ, „მარსელი“ გახდა პირველი გუნდი, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატში მე-1000 თამაში მოიგო.

ამ დღეს დაიბადნენ

1930 - ჟან ვენსანი. საფრანგეთის ნაკრების, “ლილისა” და “რეიმსის” ფეხბურთელი. მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. 1954 წლის მუნდიალის მონაწილე. საფრანგეთის ნაკრებში გამოდიოდა 1954-61 წლებში და ჩაატარა 45 მატჩი.

1969 - პეტერ კოუბა. ჩეხეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და პრაღის “სპარტას” გოლკიპერი. ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1969 - თომას ბროლინი. შვედეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “ნორჩეპინგის”, “პარმას”, “ლიდს იუნაიტედის”, “ციურიხისა” და “კრისტალ პალასის” ფორვარდი. მსოფლიოს 1990 და ევროპის 1992 წლების ჩემპიონატების მონაწილე. აშშ-ის 1994 წლის მუნდიალზე მოიპოვა მესამე ადგილი. შვედეთის ნაკრებში ჩაატარა 47 მატჩი, გაიტანა 26 გოლი.

1969 - პიერ ვან ჰოიდონკი. ჰოლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, როტერდამის “ფეიენოორდის”, “ნოტინგემ ფორესტისა” და “სელტიკის” ფორვარდი. 2002 წელს “ფეიენოორდთან” ერთად მოიპოვა უეფას თასი და ფინალში დორტმუნდის “ბორუსიას” ორი გოლი გაუტანა. თამაში როტერდამელებმა 3:2 მოიგეს. ვან ჰოიდონკი ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის მონაწილეა. ჰოლანდიის ნაკრებში ჩაატარა 46 მატჩი, გაიტანა 14 გოლი.

1973 - დიკ ვან ბურიკი. ამსტერდამის “აიაქსის”, “ბრედას”, “უტრეხტის” და “ჰერტას” ყოფილი ფეხბურთელი.

1973 - რაიან გიგზი. უელსის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” გარემარბი. ყველაზე მეტჯერ, 13-ჯერ აქვს მოპოვებული ინგლისის ჩემპიონის ტიტული. “მანჩესტერის” რიგებში ჩატარებული აქვს 800-ზე მეტი ოფიციალური შეხვედრა, რითაც ბობი ჩარლტონი მიღწევა გააუმჯობესა. 1999 და 2008 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი. 2008 წელს გახდა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონი. 1999 წელს დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასს. 4-ჯერ ფლობდა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასს. ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (2009). 1991-2007 წლებში გამოდიოდა უელსის ნაკრებში, რომლის რიგებშიც ჩაატარა 64 მატჩი, გაიტანა 12 გოლი. დიდი ბრიტანეთის ნაკრებში ჩაატარა 4 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი.

1985 - გიორგი მდივანი. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი. ფრანგული “გოლბის” ყოფილი მეფარე (205 სმ).

ამ დღეს გარდაიცვალა

1950 - ტოტი უოლში. “ბრისტოლ სიტის” ცენტრფორვარდი. 1923-27 წლებში ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატში გაიტანა 90 გოლი. 33 გატანილი გოლით, 1926-27 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გარდაიცვალა 50 წლის ასაკში.

0.167874