ისტორია

9:57 | 27.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

27 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1951- დრაჟენ დალიპაგიჩი. სამოყვარულო კალათბურთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. იუგოსლავიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებული აქვს ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. ევროპის სამგზის ჩემპიონი. 1977, 1978 და 1980 წლებში დაასახელეს ევროპის საუკეთესო კალათბურთელად.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1924- ამერიკული ფეხბურთის კოლეჯის ლიგაში ყველაზე მაღალი დასწრება აღინიშნა (57 ათასი).

1947- მერილინ მონროს ქმარი ჯო დიმაჯიო მესამედ აღიარეს ბეისბოლის ეროვნული ლიგის (MLB) საუკეთესო მოთამაშედ. დიმაჯიომ მხოლოდ ერთი ხმით აჯობა ტედ უილიამსს.

1958- უელსელმა ფეხბურთის გოლკიპერმა ჯეკ კელსიმ ერთი დღის განმავლობაში ორი მატჩი ჩაატარა. შუადღისას მან უელსისა და ინგლისის ეროვნულ ნაკრებთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო საღამოს ლონდონის “ჰაიბერის” სტადიონზე, “არსენალის” რიგებში ამხანაგურ შეხვედრაში ტურინის “იუვენტუსს” დაუპირისპირდა.

1960- გორდი ჰოუ პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL) მეათასე შაიბა გაიტანა.

1966- ამერიკული ფეხბურთის ეროვნულ ლიგაში ყველაზე მაღალი შედეგიანობა აღინიშნა. “ვაშინგტონ რედსკინზმა” “ნიუ იორკ ჯაიანთსი” 72:41 დაამარცხა.

1966- ინგლისურმა საფეხბურთო კლუბმა “მილუოლმა” მეოთხე, მესამე და მეორე დივიზიონების შეხვედრებში ზედიზედ 56-ე საშინაო ასპარეზობა მოიგო.

1972- თბილისის “დინამომ” შრი ლანკაში ჩატარებული ტურნეს მსვლელობისას, ამ ქვეყნის კლუბების ნაკრებს 6:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები დავით ყიფიანმა (2), ფირუზ რეხვიაშვილმა, ზორბეგ ებრალიძემ, სერგო კუტივაძემ და ლევან ნოდიამ გაიტანეს. “დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი (გ. მაჩაიძე), ჭელიძე, ებრალიძე, გოგიჯანაშვილი, კუტივაძე, ასათიანი, მ. მაჩაიძე (მჭედლიშვილი), გუცაევი, ფ. რეხვიაშვილი (ს. კოტრიკაძე), ყიფიანი, ლ. ნოდია. ამ შეხვედრაში “დინამოელთა” გოლკიპერმა სერგო კოტრიკაძემ მოედნის მოთამაშის ფუნქციები შეასრულა. გუნდს გავრილ კაჩალინი წვრთნიდა.

1977- თბილისის “დინამომ” უეფას თასის გათამაშებაში, ციურიხის “გრასხოპერსთან” განმეორებითი მერვედფინალური მატჩის მზადების მიზნით ჩეხოსლოვაკიაში ტურნე ჩაატარა და პირველ მატჩში “პრშიბრამთან” 4:1 მოიგო. თბილისელთაგან გოლები ვლადიმერ გუცაევმა (2), მანუჩარ მაჩაიძემ და ფირუზ კანთელაძემ გაიტანეს. ”დინამო”: გაბელია, კოსტავა, კანთელაძე, ხინჩაგაშვილი (კოპალეიშვილი), მუჯირი (ხიზანიშვილი), ქორიძე, მ. მაჩაიძე, გ. მაჩაიძე, გუცაევი, ჩივაძე, შენგელია (ჩელებაძე). გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

1983- შოტლანდიელმა ფორვარდმა კენი დალგლიშმა “ლივერპულის” შემადგენლობაში მეასე გოლი გაიტანა.

1990- უელსელმა ფორვარდმა რაიან გიგზმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

1991- უკრაინელი ვლადიმერ ძიუბა წუთსა და 15 წამში, ცალი ხელით იატაკიდან 100-ჯერ აიზიდა.

1992- ერიკ კანტონა მილიონ 200 ათას გირვანქად “ლიდს იუნაიტედიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა.

2001- საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაზე, მიუნხენის “ბაიერნმა” ბუენოს აირესის “ბოკა ხუნიორსს” 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი დამატებით დროში მიუნხენელთა განელმა მცველმა სამუელ კუფურმა გაიტანა.

2006- ფრანგული ჟურნალის, “ფრანს ფუტბოლის” მიერ, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზი “ოქროს ბურთი”, იტალიის ეროვნული ნაკრების მცველ, ფაბიო კანავაროს გადაეცა. მეორე საფეხურზე ასევე “სკუადრა აძურას” გოლკიპერი, ჯანლუიჯი ბუფონი აღმოჩნდა, ხოლო მესამე პოზიციაზე _ ფრანგი ფორვარდი ტიერი ანრი.

2007- ვენესუელას ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რიჩარდ პაესი გადადგა.

2007- დანიური საფეხბურთო კლუბის, “ვიბორგის” მთავარ მწვრთნელად ამავე გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, ჰანს ეკლუნდი დაინიშნა. მან ამ პოსტზე დერს ლინდეროტი შეცვალა.

2008- საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი შოთა ხაბარელი მეოთხედ დასახელდა ევროპის წლის საუკეთესო მწვრთნელად. ამასთან, საქართველოს ნაკრები 2008 წლის საუკეთესო გუნდად აღიარეს.

2011- ლონდონში მიმდინარე ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას 6:3, 6:7, 6:3 სძლია და მეექვსედ მოიპოვა ამ ტურნირის გამარჯვებულის სახელი. ფედერერმა კარიეირს 100-ე ფინალი ჩაატარა და 70-ე ტიტული დაისაკუთრა.

2012- “ალკოიანოსთან” ესპანეთის თასის მატჩი (3:0), მადრიდის “რეალის” თავკაცისთვის, ჟოზე მოურინიოსთვის საიუბილეო გამოდგა – ეს პორტუგალიელის სამწვრთნელო კარიერაში რიგით მე-400 გამარჯვება იყო.

2012- მანუჩარ მარკოიშვილის ისტორიული მატჩი. ქართველმა უკანახაზელმა იტალიურ კარიერაში პირველი ორმაგი დუბლი მიითვალა. მარკოიშვილისა და სანიკიძის გუნდები ერთმანეთს იტალიის სერია „ა“-ს ცენტრალურ მატჩში შეხვდნენ. მასპინძელმა „კანტუმ“ „სიენასთან“ 54:67 წააგო. ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან მატჩში მარკოიშვილმა 18 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა.

2013- ”რეალი”-”გალა” 3:1.ეს იყო ჩემპიონთა ლიგის რიგით 30-ე თამაში, რომელშიც “რეალმა” გოლის გატანა მოახერხა. მადრიდელებმა “ბარსელონას” რეკორდი გააუმჯობესეს. კიდევ ერთი გუნდი, რომელმაც “ბარსელონას” რეკორდი წარსულად აქცია, მიუნხენის “ბაიერნია”. “რეკორდმაისტერმა” ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-10 თამაში მოიგო. პეპ გვარდიოლას გუნდმა ეს მოსკოვში, ცსკა-სთან გამართულ მატჩში გააკეთა. ეს თამაში იმითაა გამორჩეული, რომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად, 2 თერთმეტმეტრიანი დროის სამწუთიან მონაკვეთში გავიდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1935- იური ტიტოვი. საბჭოთა ტანმოვარჯიშე. მხატვრულ ტანვარჯიშში 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი (გუნდური). ცალკეულ იარაღებზე მოპოვებული აქვს ათეულამდე ოლიმპიური მედალი. იური ტიტოვი ოცი წლის განმავლობაში ტანვარჯიშის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი იყო.

1939- იშტვან კოზმა. უნგრელი მოჭიდავე. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მძიმე წონაში (1964, 1968).

1940- ბრიუს ლი (ნამდვილი სახელი: ლი ჩჟენფანი). აღმოსავლური ორთაბრძოლების ჰონგკონგელი დიდოსტატი, მსახიობი, სცენარისტი, პროდიუსერი და კინორეჟისორი. ჰქონდა ამერიკის მოქალაქეობა. ბრიუს ლი ბავშვობაში არ გამოირჩეოდა ფიზიკური მონაცემებით, თუმცა თავდაუზოგავი ვარჯიშის შედეგად, მან შეძლო განევითარებინა მოძრაობის ფენომენალური სისწრაფე და კოორდინაცია. ლი 36 ფილმშია გადაღებული, მათ შორის 4 სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმში (“დიდი ბოსი” (1971), “მრისხანე მუშტი” (1972), “დრაკონის დაბრუნება” (1972), “დრაკონის გამოსვლა” (1973), “სიკვდილის თამაში” (1978)), რომლებიც საქართველოში (ისევე როგორც მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში) განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობდა გასული საუკუნის 80-იან წლებში. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ევროპასა და ამერიკაში აღმოსავლური ორთაბრძოლების პოპულარიზაციაში. გარდა ამისა, ბრიუს ლიმ შეიმუშავა ორთაბრძოლის საკუთარი სისტემა _ ჯიტ კუნ-დო. გარდაიცვალა 1973 წლის 20 ივლისს, დღემდე გაურკვეველ ვითარებაში. მისი ვაჟიშვილი, მსახიობი და აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატი, ბრენდონ ლი, ფილმის გადაღებისას ასევე ბურუსით მოცულ ვითარებაში, ტრაგიკულად დაიღუპა.

1941- ედუარდ სიბირიაკოვი. საბჭოთა ფრენბურთელი. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1964, 1968).

1941- ემე ჟაკე. ფრანგი ფეხბურთელი და მწვრთნელი. 1998 წელს მან საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა. ემე ჟაკე წვრთნიდა “ბორდოს” და გუნდი სამჯერ გახადა საფრანგეთის ჩემპიონი. ფეხბურთელობისას ჟაკემ ექვსჯერ მოიპოვა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მაისურით ჩაატარა 2 მატჩი.

1942- ჰენრი კარი. ამერიკელი მძლეოსანი. 200 და 400 მეტრზე ესტაფეტით რბენაში 1964 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1951- დრაჟენ დალიპაგიჩი. სამოყვარულო კალათბურთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. იუგოსლავიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებული აქვს ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. ევროპის სამგზის ჩემპიონი. 1977, 1978 და 1980 წლებში დაასახელეს ევროპის საუკეთესო კალათბურთელად.

1964- დევიდ ჟილი. ავსტრალიელი აფროსანი. მონაწილეობა აქვს მიღებული ხუთ ოლიმპიადაზე (1984, 1988, 1992, 1996, 2000).

1965- კეტლინ ჰედლი. ამერიკელი ნიჩბოსანი. 1992 და 1996 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.

1965- რობერტო მანჩინი. იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “ბოლონიას”, გენუის “სამპდორიასა” და რომის “ლაციოს” ფორვარდი. 2001 წელს 4 შეხვედრა ჩაატარა “ლესტერშიც”. მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი (1990). იტალიის ნაკრებში ჩაატარა 36 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. “სამპდორიას” შემადგენლობაში (თამაშობდა ჯანლუკა ვიალისთან ტანდემში) მოიპოვა იტალიის ჩემპიონობა (1991), ოთხჯერ ქვეყნის თასი (1985, 1988, 1989, 1994) და სუპერთასი (1990). გენუელთა და რომაელთა კლუბებში ასპარეზობისას მანჩინის მოგებული აქვს თასების მფლობელთა თასი (1990, 1997). იტალიის სერია A-ში მანჩინის დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა და უმაღლეს დონეზე თითქმის ორმოც წლამდე თამაშობდა. წვრთნიდა “ფიორენტინას”, “ლაციოს”, “ინტერს”, "მანჩესტერ სიტის", "გალათასარაის". 2006, 2007 და 2008 წლებში “ინტერს” ჩემპიონობა მოაპოვებინა, 2005 და 2006 წლებში იტალიის სუპერთასი, “ლაციოსა” და “ფიორენტინას” მწვრთნელობისას იტალიის თასის მფლობელი გახდა. "მანჩესტერ სიტისთან" ერთად ინგლისის ჩემპიონობა იზეიმა, მოიპოვა ინგლისის თასი და სუპერთასი. "გალათასაირაისთან" ერთად თურქეთის თასს დაეუფლა. ამჟამად სანქტ პეტერბურგის “ზენიტის” მთავარი მწვრთნელია.

1970- მამუკა მაჭავარიანი. საქართველოს ნაკრების, თბილისის “დინამოსა” და “შევარდენის”, ფოთის “კოლხეთის” მცველი. საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა ოთხჯერ (1990, 1991, 1996, 1999)- სამჯერ ფლობდა საქართველოს ეროვნულ თასს (1995, 1996, 1997). მამუკა მაჭავარიანს საქართველოს ნაკრებში ჩატარებული აქვს სამი მატჩი.

1971- ნიკ ვან ექსელი. 13 წლის განმავლობაში თამაშობს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბებში. ამჟამად “პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის” გამთამაშებელია (183 სმ). ნათამაშები აქვს NBA-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩში.

1971- დმიტრი სვატკოვსკი. რუსი მძლეოსანი. თანამედროვე ხუთჭიდში მოპოვებული აქვს ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

1978- ანდრის რუბინსი. ლატვიის ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ფეხბურთელი. პორტუგალიის 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე.

ამ დღეს გარდაიცვალა

2006- ალესანდრო დე სოუზა პერეირა. გამოდიოდა ბრაზილიის მე-4 დივიზიონის კლუბ “მატონენსეში”. გარდაიცვალა 29 წლის ასაკში ამხანაგურ მატჩში ასპარეზობისას. მედიკოსთა დასკვნით სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა.

0.122723