ფეხბურთი

16:28 | 23.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

პლეი ოფის წილისყრა და განრიგი

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგისა და ლიგა 3-ის ქვედა ჯგუფის გათამაშება დასრულდა. დარჩა მხოლოდ ორი საპლეიოფო მატჩი, რომლის წილისყრაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დღეს გაიმართა.

წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ ლიგა 3-ის საგზურისთვის 27 ნოემბერს, სამტრედიაში ერთმანეთს შეხვდებიან ზესტაფონის „მარგვეთი“ და წყალტუბოს „სამგურალი 2“, ხოლო 28 ნოემბერს, გორის „ქართლის“ სტადიონზე - დუშეთის „არაგვი“ და წალენჯიხის „სქური“. ორივე შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება.

რაც შეეხებათ დანარჩენებს: რეგიონული ლიგიდან აღზევდნენ ჩოხატაურის „ბახმარო“, ხელვაჩაურის „მაჭახელა“, თბილისის „საბურთალო 2“ და თბილისის „ვარკეთილი“.

ლიგიდან გავარდნილები: ზუგდიდის „ოდიში 2“, გურჯაანის „ალაზანი“ და ახალქალაქის „აბული“. მათ ადგილს ღია ლიგის გამარჯვებულები - ბათუმის „მეტა“, თბილისის „სპაერი“ და „თბილისი“ დაიკავებენ.

ლიგა 3-დან კი ოთხი კლუბი დაქვეითდა: თერჯოლის „საპოვნელა“, ცხინვალის „ლიახვი“, ხარაგაულის „ჩხერიმელა“ და ზუგდიდის „ოდიში 1919“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101096