ფეხბურთი

22:35 | 22.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

მწვრთნელმა, რომელმაც ავსტრალია მუნდიალზე გაიყვანა, პოსტი დატოვა

ავსტრალიის ეროვნული ნაკრები, რომელიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს, მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. ანგე პოსტეჩოღლუმ პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა.

როგორც ავსტრალიელი სპეციალისტი ამბობს, მას ძალა აღარ აქვს, ნაკრები მუნდიალზეც გაწვრთნას:

“ეს იყო ძალიან რთული გადაწყვეტილება. მქონდა პრივილეგია 4 წლის განმავლობაში ვყოფილიყავი ჩემი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. თუმცა ენერგია აღარ მაქვს, ამიტომ სჯობს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ავსტრალიას ახალი მწვრთნელი ჰყავდეს”, - განაცხადა ანგემ.

ანგე პოსტეჩოღლუს თავკაცობით ავსტრალიის ნაკრებმა მუნდიალის საგზური პლეი-ოფში ჰონდურასის (3:1) ძლევის შემდეგ გაიფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114282