ფეხბურთი

18:21 | 21.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

რეგიონული ლიგა: დასავლეთიდან ლიგა 3-ში "ბახმარო" და "მაჭახელა" გადავიდნენ

რეგიონული ლიგის ა ზონის (დასავლეთი) ჩემპიონატი დასრულდა. პირველ-მეორეზე გავიდნენ ჩოხატაურის "ბახმარო" და ხელვაჩაურის "მაჭახელა", რომლებიც ავტომატურად ლიგა 3-ში გადავლენ.

ასევე, გადასვლის შანსი რჩება წყალტუბოს "სამგურალი 2"-ს: მესამეზე გავიდა და პლეი ოფი მოუწევს ლიგა 3-ის ქვედა ჯგუფის მეხუთე, ან მეექვსეადგილოსანთან. ხვალ დასრულდება ლიგა 3-ის ქვედა ჯგუფის გათამაშება.

რეგიონულ ლიგაში სულ სამი ზონაა, მაგრამ ბ და გ ზონიდან თითო-თითო გუნდი გადავიდა პირდაპირ, ხოლო ა ზონიდან - ორნი. საქმე ისაა, რომ ა ზონაში, ანუ დასავლეთში, შედარებით მეტი გუნდი მონაწილეობდა.

ბ ზონაში "საბურთალო 2"-მა გაიმარჯვა, ხოლო გ-ში "ვარკეთილმა". ამ ზონებში მეორეზე გავიდნენ დუშეთის "არაგვი" და "ლოკომოტივი 2". ისინი 22 ნოემბერს, მცხეთაში ეთამაშებიან ერთმანეთს და გამარჯვებულს კიდევ ერთი პლეი ოფი მოელის, ლიგა 3-ის ქვედა ჯგუფის მეხუთე, ან მეექვსე ადგილზე გასულთან.

რეგიონული ლიგა. ა ზონა. ბოლო, 28-ე ტური

ბახმარო - ლესიჭინე 2:1

ოდიში1919-2 - სალხინო 1:2

სამგურალი-2 - რაჭა 4:0

მაჭახელა - ზანა 3:0

საირმე - ტორპედო-2 5:1

მერცხალი - ხიხანი 0:1

ეგრისი - იმერეთი-2 3:0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113244