ფეხბურთი

10:27 | 21.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: ველოდებით კითხვებზე პასუხებს

სამკვირიანი პაუზის შემდეგ დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგა განახლდება. ევროპის უპრესტიჟულესმა საკლუბო ტურნირმა ეკვატორი უკვე გადალახა და კონტურებიც გამოკვეთილია. მეხუთე ტურმა კი წესით ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი.

E ჯგუფი

ყველზე დაძაბული ვითარება სწორედ E ჯგუფშია – “ლივერპული” ამ დროისთვის ლიდერია, თუმცა “სევილია” იქვეა და წესით “რამონ სანჩეს პისხუანზე” სწორედ პირველი ადგილის ბედი უნდა გადაწყდეს. ამ გუნდთან პირველი მატჩი “ენფილდზე” თვალსასეირო გამოდგა და გუნდებმა ერთმანეთს ორ-ორი გოლი გაუტანეს. ორივე გუნდი შეხვედრას კარგ განწყობაზე და საკადრო პრობლემების გარეშე ხვდება.

მერვედფინალში გასვლის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს მოსკოვის “სპარტაკი”, რომელიც შინ “მარიბორს” ხვდება და წესით უნდა აჯობოს. თუ ასე მოხდა, მასიმო კარერას გუნი მართლაც კარგ შანსს მიიღეებს, რომ პლეი-ოფში გავიდეს. სამწუხაროდ, ჯანო ანანიძე ისევ ვერ ითამაშებს – ჯერაც ტრავმას მკურნალობს.

“სპარტაკი” – “მარიბორი”

მოსკოვი, “ატკრიტიე არენა”

21 ნოემბერი, 21:00

“სპარტაკი” (4-4-2): სელიხოვი; ზობნინი, ტასკი, ბოკეტი, კომბაროვი; მელგარეხო, ფერნანდო, გლუშაკოვი, პრომესი; ლუის ადრიანო, ზე ლუიში

მწვრთნელი: მასიმო კარერა

“მარიბორი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; მილეჩი, ბილონგი, შულერი, ვილერი; კაბა, ვროვეცი; ბაიდე, აჰმედი, ბოჰარი; ტავარეში

მწვრთნელი: დარკო მილანიჩი

მსაჯი: უილიამ კოლამი (შოტლანდია)

“სევილია” – “ლივერპული”

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

21 ნოემბერი, 23:45 საათი

“სევილია” (4-2-3-1): სერხიო რიკო; მერკადო, კიაერი, ლენგლე, ესკუდერო; ნ’ზონზი, პიზარო; კორეა, ბანეგა, სარაბია; ბენ იადერი

მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

“ლივერპული” (4-4-2): მინიოლე; ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, კლავანი, მორენო; მანე, ვეინალდუმი, ჰენდერსონი, კოუტინიო; ფირმინო, სალაჰი

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

F ჯგუფი

“მანჩესტერ სიტი” ისეთ დიდებულ სეზონს ატარებს, რომ ოთხი ტურის თავზე არათუ პლეი-ოფში თამაში, არამედ ჯგუფში პირველი პოზიცია გაინაღდა. ამიტომაც, პეპ გვარდიოლამ გადაწყვიტა, რომ რამდენიმე ლიდერი დაასვენოს. ამის უფლება ესპანელს მართლაც აქვს. თანაც, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მეტოქე უსუსტესი “ფეიენოორდია”... როტერდამელები საშინლად ასპარეზობენ ჩემპიონთა ლიგაზე და ჯერჯერობით პირველი ქულის მოლოდინში არიან.

თუ “ეტიჰადზე” გასამართი მატჩი არაფერს წყვეტს და ფორმალობაა, იგივეს ვერ ვიტყვით ნეაპოლურ ჯახზე. “ნაპოლის” მცირე, მაგრამ შანსი აქვს, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ დღეს “შახტარი” დაამარცხოს. იტალიის ჩემპიონატში მაურიციო სარის არნახულად კარგად, მეტიც ფანტასტიკურად თამაშობს, მაგრამ ლიგაზე ვერ ვარგობს და ოთხი თამაშიდან სამჯერ ხელმოცარული დარჩა. უკრაინის ჩემპიონი იტალიურ გუნდს 6 ქულით უსწრებს და დღეს ქულაც გაიყვანს მერვედფინალში. დონბასელთა სავარაუდო შემადგენლობაში არ ფიგურირებს დავით ხოჭოლავა, რომელმაც წინა ტურში 90 წუთი ითამაშა.

“მანჩესტერ სიტი” – “ფეიენოორდი”

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

221 ნოემბერი, 23:45 საათი

“მანჩესტერ სიტი” (4-3-3): ბრავო; დანილო, მანგალა, ოტამენდი, დელფი; გუნდოგანი, ტურე, ფოდენი; ბერნარდო სილვა, აგუერო, სტერლინგი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

“ფეიენოორდი” (4-3-3): ჯონსი; ნიუვკოპი, ტაპია, სტ ჯასტი; ამრაბატი, ვილჰენა, ტოორნსტრა; ბერგუისი, იორგენსენი, ბოეტიუსი

მწვრთნელი: ჯოვანი ვან ბრონხორსტი

მსაჯი: ივან კრუზლიაკი (სლოვაკეთი)

“ნაპოლი” – “შახტარი”

ნეაპოლი, “სან პაოლო”

21 ნოემბერი, 23:45 საათი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; მაჯო, კირიკეში, ალბიოლი, ჰისაი; ჟიელინსკი, დიავარა, ჰამშიკი; კალეხონი, მერტენსი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“შახტარი” (4-5-1): პიატოვი; ბუტკო, ორდეცი, რაკიცკი, ისმაილი; სტეპანენკო, ფრედი, ტაისონი, მარლოსი, ბერნარდი; ფერეირა

მწვრთნელი: პაულუ ფონსეკა

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

G ჯგუფი

თურქეთის ჩემპიონი “ბეშიქთაში” ძალიან ახლოსაა მერვედფინალთან. შენოლ გიუნეშის გუნდი ქულის მოპოვების შემთხვევაში ინაღდებს პლეი-ოფს, თუმცა შესაძლოა ისე მოხდეს, რომ მარცხის შემთხვევაშიც გარანტირებული ჰქონდეს მერვედფინალის საგზური. “არწივები” დღეს “პორტუს” მასპინძლობენ, რომელიც ასევე აცხადებს პრეტენზიას, რომ ჯგუფური ეტაპი გადალახოს. “დრაკონები” უფრო კარგ სიტუაციაში არიან, ვიდრე მისი კონკურენტები “მონაკო” და “ლაიფციგი”.

ეს ორი გუნდი თავის მხრივ მონტე კარლოში შეერკინებიან ერთმანეთს. შარშანდელი ნახევარფინალისტი “მონაკო” წელს ძალიან ცუდად ასპარეზობს და ამ დროისთვის მხოლოდ 2 ქულით იწონებს თავს. მიუხედავად ამისა, ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერაც აქვს, უბრალოდ დარჩენილი ორი თამაში აუცილებლად უნდა მოიგოს.

“ბეშიქთაში” – “პორტუ”

სტამბული, “ვოდაფონ არენა”

21 ნოემბერი, 21:00 საათი

“ბეშიქთაში” (4-2-3-1): ფაბრი; გონული, პეპე, ტოშიჩი, ადრიანო; ჰატჩინსონი, ზოიაკუპი; კვარეჟმა, ტალისკა, ბაბელი; ჯენკ თოსუნი

მწვრთნელი: შენოლ გიუნეში

“პორტუ” (4-5-1): ჟოზე სა; რიკარდუ, ფელიპე მარკანო, ალექს ტელეში; კორონა, ერერა, დანილუ, ბრაჰიმი, ანდრე ანდრე; აბუბაკარი

მწვრთნელი: სერჟიუ კონსეისაო

მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოზი (ესპანეთი)

“მონაკო” – “ლაიფციგი”

მონტე კარლო, “ლუი II”

21 ნოემბერი, 23:45 საათი

“მონაკო” (4-2-3-1): შუბაშიჩი; ტურე, გლიკი, ჟემერსონი, ჟორჟე; ტილემანსი, ფაბინიო; ლოპეში, მოუტინიო, ბალდე; ფალკაო

მწვრთნელი: ლეონარდუ ჟარდიმი

“ლაიფციგი” (4-3-3): გულაში; ბერნარდო, ორბანი, უპამეკანო, ჰალსტენბერგი; კამპლი, კეიტა, დემე; ზაბიცერი, ვერნერი, ოგუსტინი

მწვრთნელი: რალფ ჰასენჰუტლი

მსაჯი: ალბერტო უნდიანო (ესპანეთი)

H ჯგუფი

ლონდონის “ტოტენჰემს” პირველი ადგილი თითქმის განაღდებული აქვს. “რეალს” სამი ქულით უსწრებს და ურთიერთშეხვედრებშიც ჯაბნის. მოკლედ, “მამლები” 3 ქულის მოპოვების შემთხვევაში (ორ ტურში) ჯგუფში იპირველებენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ მაურიციო პოჩეტინოს გუნდმა შინ “აპოელი” უნდა მიიღოს, ეს ამოცანა რთული არ უნდა იყოს. თუმცა იქამდე ლონდონელებს “დორტმუნდის” ბარიერის დაძლევა მოუწევთ. იმ “დორტმუნდის”, რომელიც კატასტროფულ ფორმაშია და ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი აქვს. გერმანულ გუნდს იმდენად უმძიმს, რომ თვით “აპოელთან” ორ მატჩში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა.

მადრიდის “რეალი” სწორედ “აპოელს” სტუმრობს კაპიტან სერხიო რამოსის გარეშე. “ბლანკოსი” ლა ლიგაში ვერ ბრწყინავს და “ბარსელონას” უკვე 10 ქულით ჩამორჩა. ზინედინ ზიდანის გუნდზე ვერ ვიტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგა ბრწყინავს – გასულ ტურში “ტოტენჰემთან” უშანსოდ წააგო, ხოლო იქამდე იმავე მეტოქეს შინ ვერ მოუგო და პირველ ადგილზე გასვლის საკითხი ძალიან დაიმძიმა. და, რომ არა “დორტმუნდის” მოულოდნელად სუსტი თამაში “აპოელთან”, ვინძლო, მეორე ადგილის შენარჩუნებისთვისაც დიდი ჯაფა დააგდებოდა. მაგრამ, ახლა “რეალი” მშვიდადაა და წესით დღესვე ეცდება, რომ მერვედფინალის საგზური გაიფორმოს.

“დორტმუნდი” – “ტოტენჰემი”

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

21 ნოემბერი, 23:45 საათი

“დორტმუნდი” (4-3-3): ბიურკი; ტოლიანი, ბარტრა, ზაგადუ, გუერეირო; გიოტცე, ვაიგლი, დაუდი; იარმოლენკო, ობამეიანგი, ფილიპი

მწვრთნელი: პეტერ ბოში

“ტოტენჰემი” (3-4-2-1): ლორისი; სანჩესი, დაიერი, ვერტონგენი; ორიე, დემბელე, უინკსი, დევისი; სონი, ერკისენი; ლორენტე

მწვრთნელი: მაურიციო პოჩეტინო

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

“აპოელი” – “რეალი”

ნიქოზია, “ნეო GSP სთედიუმი”

21 ნოემბერი, 23:45 საათი

“აპოელი” (4-2-3-1): პერესი; ვუროსი, კარლაო, რუედა, ლაგო; ნუნუ მორაიში, ვინისიუსი; ჟაიდი, ებესილიო, ალონეფტისი; პოტე

მწვრთნელი: გეორგ დონისი

“რეალი” (4-4-2): კასილია; ნაჩო, ვარანი, ვალიეხო, მარსელო; კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი, ისკო; ბენზემა, რონალდუ

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

მსაჯი: არტურ დიასი (პორტუგალია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.2864