კალათბურთი

10:50 | 20.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 3 ქულა და გამარჯვება ნიუ იორკში (+VIDEO)

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “ბრუკლინ ნეტსი” 118:111 დაამარცხა (VIDEO). ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 13 წუთი დაჰყო.

ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 3 ქულა, 4 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა. ფაჩულიამ 3-დან ერთი ორქულიანი და ერთი საჯარიმო სროლა გამოიყენა. ზაზამ ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და არცერთი პერსონალური ჯარიმა არ მიუღია.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “მეომრები” პირველ პერიოდში დაწინაურდნენ და მატჩის ბოლომდე ლიდერის როლში გახლდნენ. საოცარი შეხვედრა ჩაატარა სტეფ კარიმ, რომელმაც 39 ქულა, 11 მოხსნა, 7 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. კლეი ტომპსონმაც ორმაგი დუბლი შეასრულა - 23 ქულა და 10 მოხსნა.

“გოლდენ სტეიტი” 13 მოგებით და 4 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრაში ოკლენდელები “ოკლაჰომას” გასვლაზე დაუპირისპირდებიან, მატჩი 23 ნოემბერს თბილისის დროით 05:00 საათზეა ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112639