ფეხბურთი

19:16 | 19.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო კობახიძის გოლი უკრაინაში (+VIDEO)

უკრაინის პრემიერლიგის მე-16 ტურში სანდრო კობახიძემ გოლის გატანა მოახერხა. “ვორსკლას” ქართველმა ნახევარმცველმა საკუთარი გუნდი “სტალთან” 56-ე წუთზე დააწინაურა.

ფლანგიდან გადაცემა გაუკეთეს და ერთი შეხებით დაარტყა, კარგი გოლი გამოვიდა. სანდრო 68-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო “ვორსკლამ” ანგარიში ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ ფრეს (1:1) დასჯერდა. პოლტაველთა განაცხადში არ ყოფილა ანდრო გიორგაძე.

“ვორსკლა” 16 ტურის თავზე 22 ქულით მეექვსე პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113972