ფეხბურთი

12:57 | 19.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

თვალცრემლიანი ტავეკიო: "დამნაშავე ვენტურაა, 4 დღეა არ მძინავს"

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კარლო ტავეკიომ დუმილი დაარღვია და “სკუადრა აძურას” ფიასკოზე ისაუბრა. 75 წლის ტავეკიომ თვალცრემლიანმა განაცხადა, რომ უკვე 4 დღეა არ სძინავს...

გარდა ამისა, ყველაფერში აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო ვენტურა დაადანაშაულა:

“ჩვენ დავნიშნეთ მთავარი მწვრთნელი, მაგრამ დანარჩენი ყველა გადაწყვეტილება ვენტურამ მიიღო. ის აყენებდა შემადგენლობას, ტაქტიკას, სამწვრთნელო შტაბიც მან მოიყვანა. ფედერაცია ამაში არ ჩარეულა. ყველაფერი ვენტურას ბრალია, იგი შეცდა – ჩვენ ვცდილობდით ფონს გასვლას ჩაწოდებებით იმ გუნდის წინააღმდეგ, რომლის ფეხბურთელები ლამის 1.90 სმ-ის არიან. უნდა გვეთამაშა ტექნიკურად, მაგრამ ასეთი ფეხბურთელები მოედნის ნაცვლად სკამზე ისხდნენ.

გუნდი იყო ერთიანი, ისინი თამაშის დასრულებიდან ერთი საათის შემდეგაც ტიროდნენ. ბუფონი? – ის ძალიან დიდია, მიუხედავად ასეთი დარტყმისა, მოედნის ცენტრში მეტოქეებს ხელს ართმევდა და გამარჯვებას ულოცავდა.

უკვე ოთხი დღეა რაც ვერ ვიძინებ და ეს გრძელდება. ახალი მწვრთნელი? – ალეგრი, მანჩინი, რანიერი, კონტე, ანჩელოტი – ეს გვარებია, ვნახოთ”, - განაცხადა ტავეკიომ.

შეგახსენებთ, იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა. ბოლოს აპენინელებს მუნდიალზე 1958 წელს, 60 წლის წინ არ უთამაშიათ.

0.132049