ფეხბურთი

17:05 | 18.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

აფრიკული შოუ სამტრედიაში

ეროვნული ლიგის 34-ე ტურში “სმატრედიამ” მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში და თან ძალიან მარტივად. ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონისთვის ყველაფერი მარტივად იყო “ეროსი მანჯგალაძეზე” – 5:0.

ფოთის “კოლხეთი” არ გამოდგა ის გუნდი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდა იმერულ გუნდს. ანგარიში მალევე გაიხსნა კოკა სეფიაშვილის შეცდომის შედეგად. ფოთელთა კიპერს ნიკა საბანაძემ მოპარა ბურთი და ცარიელ კარში გადაგზავნა.

მერე მაიკლ ოლაიტანის ბენეფისი იყო: ნიგერიელმა ჯერ დუბლი გაიფორმა, შემდეგ საგოლე პასი გააკეთა. “ოლიმპიაკოსის” ექსფეხბურთელმა პირველ ტაიმში მახვილი კუთხიდან გაიტანა ლამაზი გოლი, ხოლო მეორე ნახევრის სტარტზე ანტე გიის ჩინებული პასი დაუფასა და ახლოდან უშანსოდ დატოვა სეფიაშვილი. მალევე, როლები შეიცვალა – ოლაიტანი ასისსტენტის როლში მოგვევლინა, ხოლო გიი გოლის ავტორი გახდა.

წერტილი 73-ე წუთზე დაესვა სტუმართა რბევას. ბაკარი ბალდეს პასს გიული მანჯგალაძე გამოეხმაურა და 5:0. ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება "სამტრედიას" აფრიკელმა ლეგიონერებმა დიდად განაპირობეს. თავად განსაჯეთ, მაიკლ ოლაიტანმა დუბლი გაიფორმა და საგოლე პასი მიითვალა, ანტე გიიმ გოლთან ერთად ასისტენტობაც მოახერხა, ხოლო ბაკარი ბალდე მხოლოდ საგოლე გადაცემას გამორჩა.

აღნიშნული შეხვედრა სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით “კოლხეთისთვის” უფრო მეტს წყვეტდა, ვიდრე “სამტრედიისთვის”. უჩა სოსიაშვილის გუნდი მესამე ადგილზე აუცილებლად გავა. ვერც წინ წაიწევს და ვერც უკან დაიხევს. აი, “კოლხეთი” კი პლეი-აუთის ზონაშია და დღეს რომ მოეგო, გაინაღდებდა კიდეც იქ ყოფნას. თუმცა, ახლა “შუქურასთან” ისევ მოუწევს ჭიდილი, რომ ბოლო ადგილზე არ აღმოჩნდეს. მაგრამ გიორგი შაშიაშვილის გუნდის უპირატესობა მაინც თვალსაჩინოა – 5 ქულა და წინ მხოლოდ ორი ტურია.

“სამტრედია” – “კოლხეთი” 5:0 (2:0)

სამტრედია, “ეროსი მანჯგალაძე”

“სამტრედია”: მიგინეიშვილი, კასრაძე, მანჯგალაძე, რაჟამაშვილი (სამუშია 64), საბანაძე, გოგიაშვილი, მჭედლიშვილი, ბალდე, დათუნაიშვილი, გიი (ოლხოვი 68), ოლაიტანი (ბურკაძე 77)

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

“კოლხეთი”: სეფიაშვილი, კილასონია (ჟიშკარიანი 570, გურეშიძე, გოგონაია, ნონდი (მახარაძე 63), კაკულია, ბროვკო, დერებჩინსკი, ჯანელიძე, მაჩარია, ბუხაიძე

მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი

გოლები: 1:0 საბანაძე (19), 2:0 ოლაიტანი (33), 3:0 ოლაიტანი (48), 4:0 გიი (59), 5:0 მანჯგალაძე (73)

გაფრთხილება: მაჩარია (90)

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113699