ფეხბურთი

16:28 | 17.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიგის თავი რუსთავი

“რუსთავმა” ეროვნული ლიგა-2-ის 34-ე ტურში გასვლაზე 1:0 სძლია ბოლნისის “სიონს” და ეროვნულ ლიგა 1-ში გადასვლა, ფაქტობრივად, გაინაღდა. თამაზ სტეფანიაზე გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი დათა სიჭინავამ გაიტანა.

სიჭინავა ცალკე აღნიშვნას იმსახურებს – ეროვნული ლიგა 2-ის უდავოდ გამორჩეული ფეხბურთელი და საუკეთესო ბომბარდირია 29 გოლით. ფაქტობრივად, ყველა გადამწყვეტი ბურთი მან მიითვალა.

ვარლამ კილასონიას გაწვრთნილი “რუსთავი” 4 ქულით უსწრებს მარტვილის “მერანს”, რომელიც სამი წრის განმავლობაში ლიდერობდა და უმთავრეს ფავორიტად მიიჩნეოდა.

“მერანი” პლეი ოფში ითამაშებს: სავარაუდოდ, ფოთის “კოლხეთთან”. კიდევ ერთ პლეი ოფში კი, ბოლნისის “სიონი”, ალბათ, ბათუმის “დინამოს” შეხვდება.

ლიგა 2-ის სხვა თამაშებიდან აღსანიშნავია “მეშახტეს” 2:0 გამარჯვება ‘სამგურალთან”. მეცხრე ადგილისთვის ბრძოლა უფრო დაიძაბა. ბოლოზე, მეათეზე გასული კი ავტომატურად ვარდება.

ასევე ინტრიგაა მეშვიდე პოზიციისთვის. “ცხინვალი”, ან “გურია”. ერთ-ერთს პლეი ოფში მოუწევს თამაში ადგილის შესანარჩუნებლად.

34-ე ტური

მეშახტე (ტყიბული) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ხარაბაძე (47), 2:0 ენდელაძე (50)

სიონი (ბოლნისი) – რუსთავი 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 სიჭინავა (64)

მერანი (მარტვილი) – გურია (ლანჩხუთი) 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 რ.ბარაბაძე (36). 2:0 მაისაშვილი (70), 3:0 თოლორდავა (87)

ცხინვალი – სამგურალი (წყალტუბო) 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 კოკაია (61), 2:0 ლ.ბარაბაძე (90)

გაგრა – ზუგდიდი 0:0

ცხინვალი   4 - 0    გაგრა

შემადგენლობა

მოვლენები

ვიტ ჯორჯია   1 - 0    გურია

შემადგენლობა

მოვლენები

სიონი   1 - 2    სამგურალი

შემადგენლობა

მოვლენები

მერანი   2 - 1    ზუგდიდი

შემადგენლობა

მოვლენები

მეშახტე   1 - 0    მეტალურგი

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.366205