ფეხბურთი

13:18 | 11.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

2002 წლის მუნდიალის აღმოჩენა მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს კიდევ ერთი მონაწილე შეემატა – სენეგალი. “ლომებმა” მუნდიალის საგზური აფრიკის შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაიფორმეს მას მერე, რაც სამხრეთ აფრიკას აჯობეს სტუმრად (2:0).

სენეგალი რომ მუნდიალზე გავიდოდა, პირველივე ტაიმში გაირკვა: დიაფრა სახომ ანგარიში გახსნა, ხოლო მხიზეს ავტოგოლით მატჩს წერტილი დაესვა. ალიუ სისეს შეგირდებმა ბურკინა ფასოსა და კაპე ვერდეს 5 ქულით გაასწრეს და ბუნებრივია, მათთვის მიუწვდომელი გახდა.

სენეგალის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მეორედ გავიდა. პირველი ალბათ ყველას კარგად ახსოვს – 2002 წლის მუნდიალზე სენეგალმა ფურორი მოახდინა. ჯერ პირველივე ტურში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი დაამარცხა (1:0), მერე კი იმდენი გააკეთა, რომ მეოთხედფინალამდე მივიდა და იქ მხოლოდ თურქეთის ნაკრებმა გააჩერა, ისიც დამატებით დროში “ოქროს გოლით”.

სხვათა შორის, ალიუ სისე, რომელიც დღეს სენეგალის მთავარი მწვრთნელია, მაშინ ფეხბურთელის რანგში თამაშობდა მუნდიალზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067639