ფეხბურთი

12:50 | 11.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა იტირა და პრესკონფერენცია დატოვა... (+VIDEO)

ბრაზილიისა და იაპონიის (3:1) ამხანაგური მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ნეიმარი ატირდა. საქმე ისაა, რომ “სელესაოს” თავკაცმა ტიტემ “პარი სენ ჟერმენის” შემტევის შესახებ ისაუბრა და შეაქო, ხოლო ფეხბურთელმა მწვრთნელის სიტყვებზე ზემოხსენებული რეაქცია გამოხატა. ჯერ ცრემლები მოადგა თვალებზე, მერე ტიტეს ჩაეხუტა და პრესკონფერენცია დატოვა...

“ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. ამბობენ, რომ პრობლემები გვაქვს, მაგრამ ეს სიმართლე არაა. ნეიმარზე იმის თქმა შემიძლია, რომ ამ ბიჭს ძალიან დიდი გული აქვს”, - განაცხადა ტიტემ.

შეგახსენებთ, ბრაზილიამ იაპონიის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში 3:1 დაამარცხა, ხოლო ერთი გოლი სწორედ ნეიმარის ანგარიშზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123823