ფეხბურთი

15:54 | 10.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ძაძა შვედეთთან გამორიცხა

“ვალენსიას” შემტევი სიმონე ძაძა იტალიის ნაკრებს შვედეთთან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის პირველ მატჩში ვერ დაეხმარება.

ფეხბურთელმა ეროვნული გუნდის ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა და როგორც იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, დღეს ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ მისი თამაში გამოირიცხა.

მიმდინარე სეზონში ფორვარდმა “ღამურების” მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში 11 შეხვედრა ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

შვედეთისა და იტალიის ეროვნულ ნაკრებთა შეხვედრა სტოკჰოლმში დღეს, თბილისი დროით 23:45 საათზე გაიმართება, საპასუხო თამაში კი 13 ნოემბერს, მილანში ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11243