კალათბურთი

11:49 | 10.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰარდენის სამმაგი დუბლი და “კავალიერსის” მორიგი მარცხი

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.

“ჰიუსტონმა” საკუთარ დარბაზშში “კლივლენდ კავალიერსი” 117:113 დაამარცხა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მესამე მეოთხედის ბოლოს ტეხასელები დაწინაურდნენ და მას შემდეგ “კავალერიამ” წინ გასვლა ვეღარ მოახერხა. “ჰიუსტონმა” უფრო გუნდური კალათბურთი ითამაშა და ექვს კალათბურთელს 10 და მეტი ქულა ჰქონდა ჩაგდებული, მათ შორის 35 ქულით, 13 პასით და 11 მოხსნით ჯეიმს ჰარდენი საუკეთესო გახლდათ. “კლივლენდში” 33 ქულით და 7 პასით ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა. “ჰიუსტონი” 9 მოგებით და სამი მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს, ხოლო “კავალიერსი” აღმოსავლეთში 5 მოგებით და 7 წაგებით მეათე ადგილზეა.

დაძაბული შეხვედრა გაიმართა კანადაში, სადაც “ტორონტო” “ნიუ ორლეანს” დაუხვდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მეოთხე მეოთხედის ბოლო წუთებზე კანადელებს სროლა უკეთ წაუვიდათ და საბოლოოდ 122:118 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 34 ქულა ჰოლიდეის ანგარიშზეა, რომელსაც 11 მოხსნაც ჰქონდა. “ტორონტოში” დემარ დეროზანი 33 ქულით გამოირჩა.

“ვაშინტონი” – “ლეიკერსი” 111:95 (37:34, 32:22, 22:21, 20:18)

https://www.youtube.com/watch?v=oWYfLW3BIn8

“ტორონტო” – “ნიუ ორლეანი” 122:118 (34:32, 32:28, 26:32, 30:26)

https://www.youtube.com/watch?v=M71gx_7tIWk

“ჰიუსტონი” – “კლივლენდი” 117:113 (36:25, 29:42, 35:26, 17:20)

https://www.youtube.com/watch?v=0XiKS5-IgUg

“საკრამენტო” – “ფილადელფია” 109:108 (26:26, 38:31, 20:24, 25:27)

https://www.youtube.com/watch?v=CnSB4biH3JE

“დენვერი” – “ოკლაჰომა” 102:94 (22:28, 29:25, 24:22, 27:19)

https://www.youtube.com/watch?v=hTEL_R39C4M

თეგებინბა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.069914