კალათბურთი

21:34 | 9.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

როუზი “ჰიუსტონთან” ვერ ითამაშებს

“კლივლენდ კავალიერსის” გამთამაშებელი დერეკ როუზი გუნდს “ჰიუსტონ როკეტსთან” მატჩში ვერ დაეხმარება. აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, დერეკი მარცხენა კოჭის ტრავმა აწუხებს. აღნიშნული დაზიანების გამო მიდინარე სეზონში გამთამაშებელმა უკვე ოთხი შეხვედრა გამოტოვა. გავრცელებული ინფორმაციით, როუზს სასტარტო ხუთეულში აიმან შამპერტი შეცვლის.

“ჰიუსტონი” “კლივლენდის” შეხვედრა 10 ნოემბერს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

0.113188