კალათბურთი

18:28 | 7.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

გერმანელებმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელეს

24 ნოემბერს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაებმება. ფიბას მიერ შეცვლილი სანაკრებო სისტების შედეგად ეროვნული გუნდების თამაშები არა აგვისტო-სექტემბერში, არამედ სპეციალურად გამოყოფილ პერიოდებში - ნოემბერში, თებერვალში და ივნისის ბოლო - ივლისის დასაწყისში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ჯგუფში გერმანიასთან, სერბეთთან და ავსტრიასთან მოხვდა. 4 გუნდიდან მომდევნო ეტაპზე საუკეთესო 3 გავა. მეტოქეები ორ წრედ ითამაშებენ და შესაბამისად, თითოეული ნაკრები ჯამში 6 მატჩს გამართავს. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას გერმანიის ქალაქ ქემნიცში ჩაატარებს. გერმანელთა მწვრთნელმა ჰენრიკ როდლმა 19 კალათბურთელი გამოიძახა, რომელთა შორისაც ევროლიგის მოთამაშეებიც ფიგურირებენ.

ევროლიგელებზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებთ, რომ როგორც ცნობილია, ფიბას და ევროლიგის ხელმძღვანელობამ ვერ მოილაპარაკეს და შესაბამისად, იმ მოთამაშეთა ნაკრებში წასვლა, რომლებიც ევროლიგის კლუბებში თამაშობენ, კითხვის ნიშნის ქვეშაა. ევროლიგამ თავის ტურნირში არ დააწესა ფიბას სანაკრებო ფანჯრების შესაბამისი პაუზა და როცა ეროვნული გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან, იმ დღებში ევროლიგის მატჩებიც გაიმართება. მოთამაშეს, რა თქმა უნდა, აქვს უფლება, კლუბის მატჩები გააცდინოს და ნაკრებში წავიდეს, თუმცა ეს რად დაუჯდება, არავინ იცის...

ასეა თუ ისე, გერმანელებმა ევროლიგელები ნაკრებში გამოიძახეს და მათი 19-კაციანი შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

დომინიკ ლოკჰარტი (“გიოტინგენი”), მაოდო ლო (“ბროზე”), ანდრეას ობსტი (“ოტინგერ როკითსი”), ტიბორ პლაისი (“ვალენსია”), იოშიკო საიბოუ (“ალბა”), ლუკა შტაიგერი (“ბროზე”), კარსტენ ტადა (“ოლდენბურგი”), იოჰანეს ტიმანი (“ლუდვიგსბურგი”), იოჰანეს ვოიგტმანი (“ბასკონია”), მაიკ ზირბესი (“ბაიერნი”),ისმეთ აკპინარი (“ულმი”), რობინ ამაიზე (“ბაირეუთი”), დანილო ბარტელი (“ბაიერნი”), რობინ ბენცინგი (“ვიურცბურგი”), ისააკ ბონგა (“ფრაფორტ სკაილაინერსი”), ბასტიან დორეთი (“ბაირეუთი”), ნილს გიფი (“ალბა”), ისაია ჰარტენშტეინი (“რიო გრანდე ვაიპერზი” – G ლიგა), პატრიკ ჰეკმანი (“ბროზე”).

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.060322