კალათბურთი

11:04 | 7.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას 4 ქულა და გამარჯვება “მაიამისთან”

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” შინ “მაიამი ჰიტი” 97:80 დაამარცხა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 10:48 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 4 ქულა, 3 მოხსნა და 3 ჩაჭრა შესძინა. ზაზამ 4-დან ერთი ორქულიანი და ორიდან ორივე საჯარიმო ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “მეომრებმა” გარდამტეხი უპირატესობა მეორე პერიოდის ბოლოს მოიპოვეს. 21-21 ქულით დურანტი და ჯო ჯონსონი გამოირჩნენ. კარის 16 ქულა ჰქონდა.

“გოლდენ სტეიტი” 8 მოგებით და სამი წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას ოკლენდელები შინ “მინესოტას” წინააღმდეგ გამართავენ, მატჩი 9 ნოემბერს თბილისის დროით 07:30 საათზეა ჩანიშნული.

0.139688