კალათბურთი

11:32 | 6.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

“კავალიერსი” მე-12 ადგილზეა, ჰარდენმა სარეკორდო 56 ქულა მიითვალა (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 10 შეხვედრა გაიმართა.

“კლივლენდი” შინ “ატლანტასთან” 115:117 დამარცხდა. “კავალიერსი” მთელი შეხვედრის განმავლობაში მდევრის როლში იყო, ბოლო წამებზე კი მატჩის მოგება შეეძლო, თუმცა ფრაის ნასროლმა სამქულიანმა მიზანს ვერ მიაღწია. მატჩში ყველაზე შედეგიანი ჯორჯიელთა გერმანელი გამთამაშებელი დენის შროდერი გახლდათ (28 ქულა, 9 პასი). ლებრონ ჯეიმსმა 26 ქულა, 13 პასი და 5 მოხსნა მიითვალა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, “კლივლენდი” 4 მოგებით და 6 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 პოზიციას იკავებს.

“ჰიუსტონ როკეტსმა” საკუთარ დარბაზში “იუტა ჯაზი” 137:110 დაამარცხა. ტეხასელთა ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა კარიერაში ყველაზე მეტი 56 ქულა ჩააგდო, აქამდე ჯეიმსის რეკორდი 53 ქულა იყო, რომელიც გასულ სეზონში ჩააგდო. “ჰიუსტონის” ისტრიაში ჰარდენის 56 ქულა მეორე მაჩვენებელია, “ბაბუაწვერას” მხოლოდ კელვინ მერფი უსწრებს, რომელმაც 1978 წელს 57 ქულა ჩააგდო. ჰარდენს 56 ქულასთან ერთად 13 პასიც ჰქონდა. “ჰიუსტონი” 8 მოგებით და 3 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა.

“ვაშინგტონმა” გასვლაზე “ტორონტოს” 107:96 მოუგო, თან დედაქალაქელებს ტრავმის გამო გუნდის ლიდერი ჯონ უოლი აკლდათ. “ვაშინგტონი” მატჩის სტარტზევე დაწინაურდა და კანადელები მთელი შეხვედრის განმავლობაში მდვრის როლში იყვნენ. ჯონ უოლის არყოფნაში გუნდის ლიდერობა ბრედლი ბილმა აიღო, რომელმაც მეტოქეს 38 ქულა ჩაუგდო. “ტორონტოში” 26 ქულით დემარ დეროზანი გამოირჩა.

“კლივლენდი” – “ატლანტა” 115:117 (28:37, 17:17, 33:37, 37:26)

https://www.youtube.com/watch?v=RIZKCaWyxns

“კლიპერსი” – “მაიამი” 101:104 (20:34, 29:28, 17:27, 35:19)

https://www.youtube.com/watch?v=VvBAYCrBbB4

“ორლანდო” – “ბოსტონი” 88:104 (20:22, 18:27, 31:28, 19:27)

https://www.youtube.com/watch?v=MD3hvgTc0e8

“ტორონტო” – “ვაშინგტონი” 96:107 (17:32, 29:30, 30:22, 20:23)

https://www.youtube.com/watch?v=e0msf0IhruM

“ჰიუსტონი” – “იუტა” 137:110 (39:28, 28:21, 48:36, 22:25)

https://www.youtube.com/watch?v=6A7UeS9A-L8

“სან ანტონიო” – “ფინიქსი” 112:95 (28:20, 23:35, 34:13, 27:27)

https://www.youtube.com/watch?v=iQv2T77zpXw

“ნიუ იორკი” – “ინდიანა” 108:101 (25:33, 24:29, 23:22, 36:17)

https://www.youtube.com/watch?v=Z2OFfDpyPEM

“მინესოტა” – “შარლოტ ჰორნეტსი” 112:94 (28:28, 40:23, 29:28, 15:15)

https://www.youtube.com/watch?v=zBd0hTiojpE

“პორტლენდი” – “ოკლაჰომა” 103:99 (28:20, 22:26, 28:21, 25:32)

https://www.youtube.com/watch?v=280gqOiLFyc

“ლეიკერსი” – “მემფისი” 107:102 (27:24, 35:30, 26:16, 19:32)

https://www.youtube.com/watch?v=JCbh156LgR0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138917