ფეხბურთი

18:28 | 5.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიხურამ” დაიწყო და დაამთავრა

საჩხერის “ჩიხურამ” სტუმრად 2:1 სძლია “საბურთალოს” და მეოთხე ადგილზე გასვლის შანსი დაიტოვა. სოსო ფრუიძის გუნდი, მართალია, თასის ფინალშია გასული, მაგრამ სად არის იმის გარანტია, რომ ფინალს მოიგებს “ტორპედოსთან”? ამიტომ, მეოთხეზე გასვლაც სურს, რათა ევროტურნირებზე გავიდეს.

არადა, კარგ ფორმაში იყო “საბურთალო”. გუნდს დიდი ძალა დააკლდა გიორგი ხარაიშვილის სახით – მას ტრავმა აქვს, კუნთი აწუხებს და მინიმუმ ერთი კვირა უნდა იმკურნალოს.

მე-13 წუთზე კურიოზული გოლი გავიდა, რომელიც “საბურთალოს” მეკარე ლაზარე კუპატაძის უხეშ შეცდომას მოჰყვა. მას იოლად დასაჭერი ბურთი ხელიდან გაუვარდა, დიმიტრი ტატანაშვილმა ისარგებლა და მერე ირაკლი ლექვთაძემ დაამატა – 0:1.

“საბურთალომ” დავით ვოლკოვის გოლით გაათანაბრა. ვოლკოვმა ნოდარ იაშვილის ჩაწოდებული თავით შეაგდო – 1:1.

გადამწყვეტი ბურთი კი გამოცდილმა ლევან კაკუბავამ გაიტანა, კერძოდ, საჯარიმოს გარედან ჩახვეული დარტყმით – 1:2.

ეროვნული ლიგა. 33-ე ტური

თბილისი. დავით პეტრიაშვილი

საბურთალო-ჩიხურა 1:2 (0:1)

საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ცნობილაძე, მამუჩაშვილი, ტერა (კოხრეიძე 39), თარხნიშვილი (გვარაძე 59), მუეცი (ნადარაია 46), ვოლკოვი, შინდაგორიძე

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

ჩიხურა: ჰამზიჩი, თორნიკე გრიგალაშვილი, მირცხულავა, კაკუბავა, კორიფაძე, დობროვოლსკი, გორგიაშვილი (ცხადაძე 81), ლექვთაძე (დეკანოიძე 60), ივანიშვილი (გაბედავა 46), სარდალიშვილი, ტატანაშვილი

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გოლები: 0:1 ლექვთაძე (13), 1:1 ვოლკოვი (70), 1:2 კაკუბავა (79)

გაფრთხილება: თარხნიშვილი, ცნობილაძე – ტატანაშვილი

მსაჯი: კვირიკაშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160194