ფეხბურთი

16:30 | 4.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

"კოლხეთის" მალამოსავით მოგება

ფოთის "კოლხეთმა" საშინაო სარბიელზე 1:0 მოუგო გორის "დილას". ეს ერთადერთი გოლი უკრაინელმა იგორ ბროვკომ გაიტანა, როცა კედელი გაითამაშა ალექსანდრ დერებჩინსკისთან და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ძლიერად დაარტყა.

ეს იყო ფოთელთა პირველი გამარჯვება 23 მაისის შემდეგ! ბოლოს თბილისის "ლოკომოტივს" სტუმრად მოუგეს და ეს იყო მე-14 ტურში. ასე რომ, 18-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს.

ფოთელთა მიზანი გასაგებია: მეცხრე ადგილის შენარჩუნება, რათა ფლეი ოფში მოხვდნენ.

ფოთი. პარკი არენა

კოლხეთი - დილა 1:0 (1:0)

კოლხეთი: სეფიაშვილი, გ.კილასონია (შალიკაშვილი 84), გურეშიძე, გოგონაია, ნონდი, ჟიშკარიანი, მაჩარია, ჯანელიძე (ბოლქვაძე 69), ბუხაიძე (ბახია 75), დერებჩინსკი, ბროვკო

მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი

დილა: ბეგაშვილი, მაჩაიძე, კვახაძე, პაპავა, მორასი (ჰეიფორდი 77), სოფრომაძე (წიქარიძე 46), პედრინიო (გოგატიშვილი 51), ძარია, ნონიკაშვილი, კირკიტაძე, მოდებაძე

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

გოლი: 1:0 ბროვკო (43)

გაფრთხილება: გურეშიძე, ნონდი, დერებჩინსკი - პედრინიო, პაპავა, ჰეიფორდი

მსაჯი: კიკაჩეიშვილი

0.098786