ფეხბურთი

10:14 | 4.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

მათე ვაწაძის გოლით "სილკებორგმა" ქულა გადაარჩინა (+VIDEO)

დანიის სუპერლიგის მე-15 ტურში გოლი გაიტანა მათე ვაწაძემ. ქართველი ფორვარდის შედეგიანი თამაშით კი, “სილკებორგმა” ქულა მოიპოვა.

მასპინძლები “ჰორსენსთან” აგებდნენ, ხოლო 84-ე წუთზე ვაწაძემ მეტოქის კარი დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (2:2). აღსანიშნავია, რომ მათე ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა.

სამაგიეროდ, ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და ბოლო წუთზე შეცვალეს მეორე ქართველი დავით სხირტლაძე. ვაწაძემ კი მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა (3 დანიის ჩემპიონატში, ორიც დანიის თასზე).

“სილკებორგი” სუპერლიგაში 15 თამაშში მოპოვებული 14 ქულით მეთერთმეტე პოზიციაზე იმყოფება.

0.118809