ფეხბურთი

23:00 | 1.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალო” – კარგი ანგარიში სერბეთიდან

“საბურთალომ” უეფას ახალგაზრდულ ლიგაში კვლავაც არ წააგო. პირველ ეტაპზე თურქული “ბურსასფორი” ხომ გამოთიშა, ამჯერად, მეორე ეტაპის პირველ შეხვედრაში სერბულ “ბროდარაცთან” სტუმრად ფრედ ითამაშა – 1:1.

რეზო გოცირიძის გუნდმა პირველი ტაიმი წააგო, მაგრამ 83-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში: ნახევარმცველმა ბექა ნიკოლაშვილმა მიითვალა გოლი. ცოტნე კაპანაძემ ჩააწოდა და ნიკოლაშვილმა ჩაკეტა კუთხე, ახლოდან გაიტანა...

ზოგადად, როგორც კლუბის პრესსამსახურის უფროსმა კახა მგელძემ გვაცნობა, პირველ ტაიმში სერბები უკეთ თამაშობდნენ, მეორეში კი “საბურთალო” უფრო მეტს უტევდა და ლოგიკურიც იყო, რომ ანგარიში გაათანაბრა.

საპასუხო მატჩი 22 ნოემბერს გაიმართება თბილისის “დავით პეტრიაშვილზე”.

უეფას ახალგაზრდული ლიგა. მეორე ეტაპი. პირველი მატჩი

სტარა პაზოვა. სპორტ ცენტრი

ბროდარაცი (სერბეთი) – საბურთალო (საქართველო) 1:1 (1:0)

ბროდარაცი: ზრდავკოვიჩი, დურიჩი, გოლუბოვიჩი, კოჯიჩი, ივანჩევიჩი, ჯოკოვიჩი, მიტროვიჩი, ს.ლუკიჩი, ბაბოვიჩი (მ.ლუკიჩი 76), ტოდესკი (პეიჩი 72), კოციჩი (სტოიანოვიჩი 60)

მწვრთნელი: ზორან შარაბა

საბურთალო: ნასყიდაშვილი, მალი, ხუბაშვილი, ჯინჯოლავა, ტაბატაძე (კაპანაძე 63), ფურცელაძე, ნიკოლაშვილი, ჩოთალიშვილი (გულიაშვილი 46), ჯავახიშვილი (ხარაიშვილი 90+1), ივანიაძე, კოხრეიძე

მწვრთნელი: რეზო გოცირიძე

გოლები: 1:0 კოციჩი (20), 1:1 ნიკოლაშვილი (83)

გაფრთხილება: გოლუბოვიჩი, კოციჩი – ნიკოლაშვილი, ხუბაშვილი, კოხრეიძე, ფურცელაძე

მსაჯი: ბარბენო ლუკია (სან მარინო)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115609