ფეხბურთი

19:26 | 1.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლანუსის" საოცარი ქამბექი "რივერთან" და ფინალის საგზური (+VIDEO)

ლიბერტადორესის თასის პირველი ფინალისტი ცნობილია. არგენტინულ დუელში “ლანუსმა” “რივერ პლეიტის” ძლევა შეძლო და სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება ირგუნა.

ამ გუნდთა პირველი მატჩი მარსელო გალიარდოს გუნდმა “მონუმენტალზე” 1:0 მოიგო და საპასუხო თამაშს მცირე, მაგრამ მაინც უპირატესობით შეხვდა. მეორე შეხვედრაც “რივერის” უპირატესობით დაიწყო და უკვე 23-ე წუთზე სტუმრებმა სოლიდური ფორა მიიღეს: სკოკოსა და მონტიელის გოლებით გალიარდოს ბიჭებმა თითქოს ყველაფერი გადაწყვიტეს.

თუმცა, ასე არ ფიქრობდნენ “ლანუსის” ფეხბურთელები, რომლებმაც შემდეგ პატარა სასწაული შესთავაზეს ქომაგს: მასპინძლებმა მრისხანე მეტოქის კარში 4 უპასუხო გოლი შეაგდეს და საბოლოოდ, 4:2 იმარჯვეს. რამაც ფინალში სწორედ “ლანუსი” გაიყვანა.

მისი მეტოქე სავარაუდოდ ბრაზილიური “გრემიო” იქნება, რომელსაც ეკვადორში “ბარსელონა” 3:0 ჰყავს დამარცხებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108611