ფეხბურთი

16:22 | 1.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასის პირველი ფინალისტი გამოვლინდა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური შეხვედრა ხონის “იმერეთსა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის დიდი ანგარიშით დასრულდა. მარტვილში გამართულ თამაშში ეროვნული ლიგის წარმომადგენელმა რანგით მესამელიგელი 5:0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

სოსო ფრუიძის შეგირდებმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. ანგარიში მე-18 წუთზე ლევან კაკუბავამ გახსნა, შესვენებამდე დიმიტრი ტატანაშვილმა და მიშიკო სარდალიშვილმა საჩხერელთა უპირატესობა სოლიდური გახადეს. თამაშის ბოლო 12 წუთში გოლებით ისევ სარდალიშვილი და ტატანაშვილი გამოირჩნენ და დუბლის ავტორები გახდნენ.

საქართველოს თასი. ნახევარფინალური მატჩი.

მარტვილი, "მურთაზ ხურცილავა"

იმერეთი - ჩიხურა 0:5

გოლები: 0:1 კაკუბავა (18), 0:2 ტატანაშვილი (23), 0:3 სარდალიშვილი (36), 0:4 სარდალიშვილი (78), 0:5 ტატანაშვილი (88)

იმერეთი: ნიკა ჯოხაძე, გიორგი ლობჟანიძე, ივერი გაბუნია, დავით კოხრეიძე (64. მათე აშვეთია), ირაკლი საღარეიშვილი, ჯუმბერ ხმელიძე (83. გივი ძაძამია), ალექსანდრე სულაძე, ჯემალ ხანთაძე (46. დათო კუხალაშვილი), გიორგი ხელაძე, მერაბ ნიკურაძე, გიორგი მანაგაძე

მთავარი მწვრთნელი: დათო ჭელიძე

ჩიხურა: დინო ჰამზიჩი, ბაქარ მირცხულავა, გიორგი გაბედავა, მიშიკო სარდალიშვილი, გიორგი კორიფაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, ლევან კაკუბავა (59. პაპუნა ფონიავა), გიორგი ივანიშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, დენის დობროვოლსკი (59. გიორგი განუგრავა), თორნიკე გორგიაშვილი (74. ბაჩანა ცხადაძე)

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

თასის მეორე ფინალისტი დღესვე ქუთაისში გამოვლინდება, სადაც ერთმანეთს “ტორპედო” და თბილისის “დინამო” დაუპირისპირდებიან. თამაში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111969