ჩოგბურთი

14:52 | 30.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქეროლაინი მესამეა, შაფათავა 337-ე  

წლის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებულმა ქეროლაინ ვოზნიაცკიმ განახლებულ რეიტინგში სამი პოზიციით წინ წაიწია და მეექვსე ადგილიდან მესამეზე გადაინაცვლა.

რეიტინგის პირველ ნომერს სიმონა ჰალეპს და გარბინიე მუგურუსას შორის სულ 40 ქულაა სხვაობა. დიდი სლემის 5-გზის ჩემპიონი მარია შარაპოვა მესამოცე პოზიციაზეა.

ქართველი ჩოგბურთელი სოფია შაფათავა ხუთი ადგილით დაქვეითდა და 337-ზეა.

  1. სიმონა ჰალეპი – 6175
  2. გარბინიე მუგურუსა – 6135
  3. ქეროლაინ ვოზნიაცკი – 6015
  4. კაროლინა პლისკოვა – 5730
  5. ვინუს უილიამსი – 5597
  6. ელინა სვიტოლინა – 5500
  7. ელენა ოსტაპენკო – 5010
  8. კაროლინა გარსია – 4420
  9. იოჰანა კონტა – 3610
  10. კრისტინა მლადენოვიჩი – 2885

… ...

60.მარია შარაპოვა – 1006

... ……

337.სოფია შაფათავა – 129

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13447