ფეხბურთი

17:12 | 29.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილის საგოლე პასი პოლონეთში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას XIV ტურში პლოცკის "ვისლა" "პიასტთან" დამარცხდა. სტუმართა შორის 90 წუთი ითამაშა გიორგი მერებაშვილმა, რომელმაც თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. გიორგიმ 62-ე წუთზე ტექნიკურად ითამაშა და გამოზომილი გადაცემა გაუკეთეა ხოსე კანტეს. თანაგუნდელმა კი ჩვენებურს ჩინებული გარჯა დაუფასა და ანგარიში გაათანაბრა.

თუმცა, საბოლოოდ, "ვისლა" მაინც დამარცხდა - 1:2. მერებაშვილის აქტივში მიმდინარე სეზონში 14 მატჩი, 2 გოლი და 3 საგოლე პასია. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მან "ვისლასთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა.

პოლცკის "ვისლა" 14 ტურის შემდეგ 20 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

0.121158